ადამიანების უმეტესობისთვის „ავტო სესხი“ ავტომატურად მანქანის ყიდვასთან ასოცირდება. კრედო ბანკში ამ პროდუქტის გამოყენება უფრო მოქნილადაც შეგიძლია: ჩვენთან ავტო სესხს მხოლოდ მანქანის შესაძენად არ იღებენ. თუ ავტომობილი უკვე გაქვს, შეგიძლია მისი დახმარებით სოლიდური ფინანსური თანხა მიიღო და ნებისმიერი მიზნობრიობით გამოიყენო.
კრედო ბანკის ავტო სესხი ორი სხვადასხვა ტიპის საჭიროების მომსახურებაზეა გათვლილი. პირველი, სტანდარტულად, სასურველი ავტომობილის შეძენაა. მეორე კი გაძლევს საშუალებას შენს საკუთრებაში არსებული ავტომობილი ფინანსურ რესურსად აქციო. ეს შესაძლოა ოპტიმალური გამოსავალი იყოს, როდესაც სოლიდური თანხის სწრაფად მიღება გჭირდება.
ამ ბლოგში დეტალურად ავხსნით, როგორ მოქმედებს ავტო სესხის სერვისი თითოეულ შემთხვევაში და რა გარემოებები უნდა გაითვალისწინო განაცხადის შევსებამდე.
ავტო სესხი ფინანსური სერვისია, რომელიც მომხმარებლისთვის სოლიდური თანხის მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად მიწოდებაზეა გათვლილი. ავტო სესხის აღებისას გარანტია თავად ავტომობილია - ახალი (შეძენის შემთხვევაში) ან უკვე არსებული (ამ შემთხვევაში სესხის თანხა მის ღირებულებას ემყარება) - ამიტომ პროცესი უფრო სწრაფია, ვიდრე სტანდარტული სესხი.
სესხის მისაღებად მომხმარებელს მხოლოდ პირადობის მოწმობა და ავტომობილის ტექ.პასპორტი სჭირდება, ბიუროკრატიული პროცედურები კი მინიმუმამდეა დაყვანილი.
თუ ავტომობილის შეძენა გაქვს გადაწყვეტილი, მაშინ ავტო სესხის გამოყენებას პირდაპირი დანიშნულებით და საკმაოდ მარტივად შეძლებ. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ კრედო ბანკი არ აქცევს ყურადღებას ავტომობილი ახალია და ოფიციალურ წარმომადგენლობაში ყიდულობ, თუ მეორადია და კერძო პირისგან იძენ. ჩვენ არჩევანში არ გზღუდავთ, მთავარია მანქანის ტექპასპორტი საბაზისო მონაცემებით, რათა დავწრმუნდეთ, რომ ყიდვა-გაყიდვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობა არ ირღვევა.
იმ შემთხვევაში, თუ ავტო სესხს ახალი მანქანის შესაძენად იღებ, 75 000 ლარამდე დაფინანსება შეგიძლია მიიღო. ლიმიტის დაწესებისას ვეცადეთ მაქსიმალურად მოვრგებოდით სხვადასხვა ტიპის მომხმარებელს და გაგვემარტივებინა წვდომა, როგორც ეკონომიურ, ისე პრემიუმ კლასის მოდელებზე. ამასთან, თანხის გადახდის ვადა 72 თვემდეა. მოკლევადიანი აგრესიული დაფარვა გირჩევნია, გრძელვადიანი ბიუჯეტზე ნაკლები წნეხით თუ რაიმე საშუალო, თავად შეგიძლია გადაწყვიტო - ავტო სესხის კალკულატორით შეგიძლია გადახდები გამოთვალო და ოპტიმალური გრაფიკი მანამ შეადგინო, სანამ განაცხადს შეავსებ.
ავტომობილის შეძენისას სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-დან იწყება, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 19.85%-დან. სესხით ნაყიდი მანქანა შესყიდვის მომენტიდან შენს საკუთრებაში გადმოდის. მიუხედავად იმისა, რომ ის სესხის გარანტად რჩება ვალდებულების დაფარვამდე, შენ მისი სრულუფლებიანი მფლობელი ხარ.
თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დიდი მიზნისთვის სოლიდური თანხა სჭირდება, ბიზნესის გაფართოება, სახლის რემონტი, მოგზაურობა ან სხვა პირადი მიზანი, რომელიც სასწრაფოდ დიდი თანხის შეგროვებას მოითხოვს.
თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდი, ავტომობილი შეიძლება მოხერხებული ფინანსური საყრდენი აღმოჩნდეს. ბევრი მძღოლი ერიდება მათ მფლობელობაში არსებული მანქანის სესხის საგარანტიოდ გამოყენებას, რადგან ჰგონიათ, რომ ვალდებულების დაფარვამდე მანქანის გაჩერება ან სადგომზე გადაყვანა მოუწევთ. შესაძლოა სხვა ფინანსური დაწესებულებები მართლაც ითხოვდნდენ, მაგრამ კრედო ბანკის შემთხვევაში ასე ნამდვილად არ არის.
თუ ავტო სესხს არსებული ავტომობილის გარანტიით იღებ, მანქანა რჩება შენთან და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებ სარგებლობას. ახალი მანქანის შეძენის ვარიანტთან ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ ამ შემთხვევაში სესხის ლიმიტი - 50 000 ლარამდეა.
პირობები აქაც გამჭვირვალეა: ვადა კვლავ 72 თვემდე ნაწილდება, წლიური საპროცენტო განაკვეთი 24%-დან, ხოლო ეფექტური 27.13%-დან იწყება. მიღებული თანხის გამოყენება კი ნებისმიერი მიზნით შეგიძლია, ბანკი არ აკონტროლებს რაში დახარჯავ დამტკიცებულ თანხას.
კრედო ბანკში ავტო სესხის აღებამდე, დეტალურად გაეცანი რას გთავაზობს და რა პასუხისმგებლობებს გაკისრებს ბანკი. კრედო ბანკი სრულიად გამჭირვალედ მოქმედებს: პირობებს პირდაპირ ავტო სესხის გვერდზე გაეცნობი.
უფრო მეტიც, თუ უკვე გაქვს ავტო სესხი სხვა საფინანსო ორგანიზაციაში და პირობები არ მოგწონს, შეგიძლია ისარგებლო რეფინანსირების (გადმოტანის) სერვისით, არსებული ვალდებულების უფრო მოხერხებულად დასაფარად.
უფასო კონსულტაციისთვის მოგვწერე ლაივჩატში ან დაგვირეკე ნომერზე *4242.
შეგიძლია აირჩიო კომუნიკაციის ის ფორმა, რომელიც შენთვის უფრო მოსახერხებელია:
განაცხადის შევსების შემდეგ, გუნდი სწრაფად დაგიკავშირდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი თანხას მიიღებ მომენტალურად შენს ანგარიშზე.
ისიც გაითვალისწინე, რომ კრედო ბანკი მრავალფეროვან ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებელს. თუ თვლი, რომ ავტო სესხი არ შეესაბამება შენს მიზნებს, მაშინ გაეცანი ჩვენს სხვა სესხებს და აირჩიე ის სერვისი, რომელიც უკეთ მოგემსახურება.
ხოლო თუ ახალი მანქანის საჭესთან დაჯდომა ან არსებული ავტომობილის მოქნილ ფინანსურ რესურსად ქცევა გინდა, კრედო ბანკის ავტო სესხი სწრაფი და მარტივი გზაა შედეგის მისაღებად.