ბევრისთვის ნაცნობია ის შეგრძენება, რომელიც ფინანსური პრობლემების დროს ჩნდება. ხარჯს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდები, ბანკში მიდიხარ დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაგროვებლად, მაგრამ გეუბნებიან, რომ წარსულში დაშვებული შეცდომების გამო აღარ გენდობიან და სესხს არ მოგცემენ.
ნდობის დაბრუნებისთვის ფინანსურ ინსტიტუტს უნდა აჩვენო, რომ პასუხისმგებლიანი მსესხებელი ხარ, რომელიც მომავალში ყოველთვიურ ვალდებულებას დაფარავს. ისტორიის გასაუმჯობესებლად ახალი სესხი გჭირდება, მაგრამ ახალ სესხს ვერ იღებ, რადგან წარსულში გაფუჭებული ისტორიის გამო ყველგან უარს გეუბნებიან.
კრედო ბანკში გვესმის, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა. შესაძლოა, უბრალოდ არასწორად გათვალე ბიუჯეტი ან შემოსავლის წყარო მოულოდნელად დაკარგე ან თავდებობის გამო გაფუჭდა თქვენი ისტორია. სწორედ ამიტომ ჩვენ გთავაზობთ მიზნობრივ პროდუქტს, რომელიც სწორედ საკრედიტო ისტორიის გამოსწორებაზეა ორიენტირებული. ეს სესხი კონკრეტულად ფინანსური ინსტიტუტებისთვის შენი სანდოობის დამტკიცებას ემსახურება
თუმცა, სანამ სესხზე განაცხადს შემოიტან, აუცილებლად უნდა გაერკვე რეალურად როგორ გამოასწორო საკრედიტო ისტორია და როგორ უნდა იმოქმედო შემდეგ.
საზოგადოებაში გავრცელებულია მითი, თითქოს ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრა სამუდამო განაჩენია. სინამდვილეში, არსებობს მონაცემთა ბაზა, სადაც შენი ფინანსური ქცევა ფიქსირდება და კონკრეტულად სტატუსიც მიმდინარე ფინანსური ისტორიის საფუძველზე იცვლება.
გავრცელებული ტერმინი - შავი სიიდან ამოსვლა, სინამდვილეში არა მონაცემების წაშლას, არამედ მათ განახლებას ნიშნავს. როდესაც ფინანსური ისტორიის რეაბილიტაციის სტრატეგიაზე დაიწყებ მუშაობას, აუცილებლად გაეცანი კრედიტინფოს მოქმედების წესებს და გაითვალისიწინე რას ანიჭებს სისტემა მნიშვნელობას და რას აღიქვამს ნეგატიურად.
მაგალითად, თუ იცოდი, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან კრედიტინფო ახალი მეთოდოლოგიით ითვლის ქულებს? სისტემისთვის ახლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროცენტის ყოველთვიურად სტაბილური დაფარვა, არამედ სესხის ძირი თანხის შემცირებაც. ონლაინ „სწრაფი სესხები“, სადაც ხშირად მხოლოდ პროცენტს იხდი და ძირი არ მცირდება, რეიტინგის გაუმჯობესებისთვის ნაკლებად ეფექტური ინსტრუმენტია.
ლიცენზირებული ბანკის სესხი, რომელიც გრაფიკით იფარება, სისტემის თვალში ყოველთვის უფრო სანდოდ აღიქმება.
სწორედ სისტემის ახლებური მუშაობის წესებს ემყარება კრედო ბანკის საკრედიტო ისტორიის გასასწორებელი სესხი. მთავარი ამ სესხის გაცემისას შენი დღევანდელი რეალური შემოსავალია, ამიტომ კრედო ბანკის სესხი გაფუჭებული ისტორიის მქონე ადამიანებზეც გაიცემა. ჩვენთან მისაღებია ყველა ტიპის შემოსავალი: გზავნილები საზღვარგარეთიდან, სოფლის მეურნეობიდან, ბიზნესიდან თუ საერთოდ თვითდასაქმებიდან.
კრედო ბანკის სესხი საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად სპეციალურად იმაზეა გათვლილი, რომ დროთა განმავლობაში თავიდან ააშენო ისტორია და სისტემას დაუმტკიცო, რომ სამომავლოდ ფინანსურ ინსტიტუტებს შენი ნდობა შეუძლია. სესხი 40 000 ლარამდეა, დაფარვის ვადა კი 60 თვემდე. ამ სესხის მთავარი მიზანი დიდი თანხის სწრაფად მიღება არაა. ცუდი საკრედიტო ისტორია ყველაზე ხშირად არასწორად გათვლილი ვალდებულებების ბრალია. ამიტომ ახლა სიფრთხილე გმართებს - უნდა აიღო ისეთი ვალდებულება, რომელსაც რეგულარულად დიდი წნეხის გარეშე დაფარავ.
ყოველთვიურად, როცა შენატანს აკეთებ, ჩვენ ვაგზავნით „დადებით სიგნალს“ საკრედიტო ბიუროში. შენი სესხის სტატუსი ფიქსირდება როგორც „მიმდინარე“, რაც სისტემას აცნობებს, რომ გადახდისუნარიანი ხარ. ყოველი გადახდა ამცირებს ძირს, რაც ახალი მეთოდოლოგიით პირდაპირ პოზიტიურ გავლენას ახდენს შენს ქულაზე. რამდენიმე თვის განმავლობაში თანმიმდევრული გადახდის შემდეგ საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესება უკვე თვალსაჩინო ხდება.
სიტუაცია არ გამოსწორდება ერთ და ორ დღეში, მაგრამ თუ გრაფიკს არ დაარღვევ ყოველ თვე ბევრად უკეთესი რეპუტაცია გექნება. რეიტინგის გამოსწორება კი გიხსნის გზას სტანდარტული საბანკო პროდუქტებისკენ, როდესაც ქულა აიწევს, შესაძლებლობა გექნება ისარგებლო დაბალპროცენტიანი იპოთეკური ან ავტო სესხებით, და რაც მთავარია მოიპოვო წვდომა არაუზრუნველყოფილ (უგირავნო) სესხებზეც. კრედო ბანკი გაძლევს მოხერხებულ ინსტრუმენტს, მაგრამ მისი საბოლოო ეფექტურობა მხოლოდ შენს დისციპლინაზეა დამოკიდებული.