შავი პარასკევი და მასშტაბური ფასდაკლებების პერიოდი ახლოვდება. წელს ეს დღე 27 ნოემბერსაა, თუმცა შეთავაზებები რამდენიმე კვირით ადრე დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.
ამ შეთავაზებებით სარგებლობა წინასწარ შეგიძლია დაგეგმო და სასურველ ნივთებთან ერთად გადახდის მეთოდიც შეარჩიო. „კრედო ბანკში“: შეგიძლია მოითხოვო განვადების ლიმიტი და თანხა და-ყა-ვი ფუნქციონალით გაანაწილო.
ბლოგში გაიგებ, როგორ მოემზადო შავი პარასკევისთვის, რომელი პროდუქტი რა ტიპის შენაძენისთვის გამოგადგება და როგორ შეძლებ ხარჯის განაწილებას მომდევნო თვეებზე.
თუ შავ პარასკევს ნივთის განვადებით შეძენას გეგმავ, წინასწარ შეგიძლია Mycredo მობაილ და ინტერნეტ ბანკში 12 000 ლარამდე ლიმიტი მოითხოვო. ბანკი შენს განაცხადს განიხილავს, დამტკიცების შემთხვევაში კი გეცოდინება, რა თანხის ფარგლებში ისარგებლებ პარტნიორი მაღაზიების შეთავაზებებით.
ამასთან, დამტკიცებული ლიმიტის გამოყენება 12 თვის განმავლობაში შეგიძლია, ამიტომ სასურველ ნივთს მოგვიანებითაც თავისუფლად შეარჩევ. ლიმიტის ფარგლებში გაფორმებული განვადების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 0%-დან იწყება.
თუ საყიდლებისას სმარტფონით გადახდას ამჯობინებ, კრედო ბანკის ბარათი ციფრულ საფულეში (Apple Pay და Google Pay) შეინახე. ასე გადახდას როგორც ფიზიკურ მაღაზიაში, ისე ონლაინსივრცეში მარტივად შეძლებ და მოქმედი შეთავაზებებითაც ისარგებლებ.
გადახდის მეთოდის არჩევისას გაითვალისწინე, სად აპირებ ნივთის შეძენას და გსურს თუ არა მისი საფასურის რამდენიმე თვეზე გადანაწილება. ამის მიხედვით შეარჩევ კრედო ბანკის გადახდის ფუნქციას და-ყა-ვი, ონლაინ განვადებას ან ბარათით გადახდას.
თუ პარტნიორ მაღაზიაში ტექნიკას, ავეჯს ან სხვა სასურველ ნივთს შეიძენ, და-ყა-ვი ფუნქციონალით მის საფასურს საკომისიოს გარეშე, 10 თვემდე ვადით გადაანაწილებ. ამავე ფუნქციით საგანმანათლებლო კურსის, მოგზაურობისა და სილამაზის პროცედურის ღირებულების გადახდაც შეგიძლია. შეძენისას კი თავად გადაწყვეტ, თანხა ამ პირობებით გადაანაწილო თუ სტანდარტული განვადებით ისარგებლო.
თუ შერჩეულ მაღაზიაში Keepz-ით გადახდა ხელმისაწვდომია, სერვისით სარგებლობას QR კოდითაც შეძლებ. ამისთვის კოდი დაასკანირე და გადახდის მეთოდად და-ყა-ვი აირჩიე.
შავ პარასკევს ონლაინ შეძენისას განვადება უშუალოდ პარტნიორი მაღაზიის ვებგვერდიდან შეგიძლია მოითხოვო. ამისთვის სასურველი ნივთი კალათაში დაამატე, გადახდის მეთოდად კრედო ბანკის ონლაინ განვადება აირჩიე და განაცხადი შეავსე.
განაცხადის განხილვისას ბანკი სხვადასხვა სახის შემოსავალს ითვალისწინებს, მათ შორის ხელფასს, ფულად გზავნილებსა და ბიზნესიდან თუ თვითდასაქმებიდან მიღებულ თანხას. დამტკიცების შესახებ SMS შეტყობინებას მიიღებ, რის შემდეგაც ხელშეკრულებას ონლაინ დაადასტურებ და შენაძენს გააფორმებ. თუ შერჩეული მაღაზია საკურიერო მომსახურებასაც გთავაზობს, ნივთს სახლიდან გაუსვლელად მიიღებ.
23-დან 29 ნოემბრის ჩათვლით კრედო ბანკის პარტნიორ მაღაზიებში შენაძენის ღირებულებას და-ყა-ვით უპროცენტოდ გადაანაწილებ, ეფექტური 0%-დან. შეთავაზებები კატეგორიების მიხედვით:
გადანაწილების ვადა მაღაზიის მიხედვით 3-დან 10 თვემდეა. თითოეული მაღაზიის პირობებს შეთავაზების გვერდზე ნახავ.
განვადების ლიმიტის მისაღებად განაცხადის შევსება Mycredo მობაილ და ინტერნეტ ბანკშია შესაძლებელი. კონსულტაციისთვის შეგიძლია ეწვიო კრედო ბანკის სერვისცენტრს, მიმართო ბანკის წარმომადგენელს პარტნიორ მაღაზიაში, მიიღო ინფორმაცია ონლაინ ჩატში ან დარეკო ნომერზე *4242.
სანამ სასურველ ნივთს შეიძენ, შეთავაზების პირობებსაც გაეცანი. პარტნიორი მაღაზიების სიას, აქციების დეტალებსა და მოქმედების ვადებს კრედო ბანკის ვებგვერდსა და Mycredo-ს შეთავაზებების განყოფილებაში ნახავ.
ასე შავ პარასკევს უკვე გეცოდინება, სად შეიძინო შერჩეული ნივთები და გადახდის რომელი მეთოდით ისარგებლო. დაგეგმე შოპინგი კრედო ბანკთან ერთად და შეხვდი ზამთარს მომზადებული.