ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

27 ივნისი, 2026

სუბსიდირებული იპოთეკური სესხი: კრედო ბანკის გზამკვლევი

Credo Bank


სუბსიდირებული იპოთეკური სესხი

საკუთარი დამოუკიდებელი საცხოვრებელი სივრცის შეძენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომელსაც დღეს ადამიანი იღებს. სახლს ხშირად დიდი ფინანსები და დრო სჭირდება. იმისთვის, რომ საკუთარი ბინის შეძენა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა იპოთეკური სესხის სუბსიდიის პროგრამა გარკვეული ჯგუფებისთვის.


როცა ადამიანი იპოთეკაზე ინფორმაციის მოძიებას იწყებს, ბუნებრივია უჩნდება კითხვა, კონკრეტულად ვის შეუძლია სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამით სარგებლობა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს რათა სარგებლობა შეძლოს. ამ ბლოგში ვეცდებით მაქსიმალურად დეტალურად ავხსნათ სახელმწიფო პროგრამის დეტალები და დავეხმაროთ მათ, ვინც აკმაყოფილებს პროგრამის პირობებს, უკეთესი პირობებით ბინის შეძენაში. 


რა არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხი?


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად მუშაობს გარკვეული მიმართულებებით მოქალაქეების ფინანსურ მხარდაჭერაზე. სააგენტოს ინიციატივებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ იპოთეკური სესხის სუბსიდიის პროგრამაა. სუბსიდია, ერთის მხრივ, ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, მეორეს მხრივ კი - უძრავი ქონების ბაზრის სტიმულირებას ემსახურება. სუბსიდიის ფარგლებში სახელმწიფო ნაწილობრივ ფარავს ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის ნაწილს. პროგრამის პირობები საგრძნობლად ამცირებს მომხმარებლის ფინანსურ ტვირთს იპოთეკის საწყის ეტაპზე.


თუ ბინის შესაძენად იპოთეკის აღებას გადაწყვეტ, მნიშვნელოვანია გაიაზრო როგორც პროგრამის მთავარი უპირატესობები, ისე მისი შეზღუდვები. მაგალითად, თანადაფინანსება არ გრძელდება იპოთეკის სრულ ვადაზე.


პროგრამის ხანგრძლივობა თითოეულ ოჯახზე მაქსიმუმ 60 თვეა, ანუ ზუსტად 5 წელი. ითვლება, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ახალგაზრდა ან მრავალშვილიან ოჯახებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ეკონომიკური თანადგომა ახალ გარემოში ადაპტაციისთვის. 


მეორეს მხრივ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სუბსიდია არ გადადის ახალ იპოთეკურ სესხზე, მაშინაც კი თუ მსესხებელმა სრულად 60 თვე არ ამოწურა.


ანუ, მაგალითისთვის, თუ კრედო ბანკში აიღებ იპოთეკურ სესხს, რომელიც სუბსიდიის პროგრამაში ჩაერთვება, მაგრამ გაცემული დაფინანსების ვადა 60 თვეზე ნაკლებია, მაშინ სახელმწიფო შეღავათიც ზუსტად ამ ნაკლები ვადით იმოქმედებს. ხუთწლიანი ან უფრო მოკლე ვადის გასვლის შემდეგ, სუბსიდიის პროგრამა ავტომატურად სრულდება. 


ვის შეუძლია ისარგებლოს სუბსიდირებული იპოთეკური სესხით?


პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელია დააკმაყოფილო მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები. 


იპოთეკის დაგეგმვავდე აუცილებლად გაითვალისწინე, რომ პროგრამის პირობები ცვალებადია - შეიძლება შეიცვალოს ცალკეული მოთხოვნები, თარიღები, სუბსიდიის პროცენტები და ა.შ. 2026 წლის ივნისის მონაცემებით, სუბსიდირებული იპოთეკის პროგრამაში ჩასართველი მოთხოვნები შემდეგნაირად გამოიყურება:


  • პირველი, A კატეგორიაა ოჯახი, მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელსაც ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი. ახალგაზრდა მშობლებს პროგრამის დახმარებით შეუძლიათ ბავშვის დაბადებისთანავე იზრუნონ საკუთარ სივრცეზე და შეიქმნან უკეთესი საყოფაცხოვრებო გარემო. 


  • მეორე, B კატეგორიაა ოჯახი, მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელსაც სესხის აღების დროს ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი. აღსანიშნავია, რომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის პირობები განახლდა და უფრო მოქნილი გახდა. თუ მათ 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დამატებით შეეძინებათ შვილი, ისინი შეძლებენ სახელმწიფო პროგრამაში განმეორებით ჩართვას. 


  • მესამე, C კატეგორიაა ოჯახი, მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელმაც 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აიყვანა არასრულწლოვანი ბავშვი.


სესხის მიზნობრიობა და ლიმიტები


მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენება რამდენიმე მიმართულებითაა შესაძლებელი.


ბენეფიციარს შეუძლია შეიძინოს დასრულებული ან მშენებარე ბინა პირდაპირ დეველოპერისგან. ასევე თავისუფალია იყიდოს სახლი მეორად ბაზარზე კერძო პირისგან. ან სულაც დამოუკიდებლად ააშენოს საკუთარი სახლი. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პირობები ამ კუთხით შეზღუდული არაა.


2026 წლის ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი თანხის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარია. მომავალში ეს თანხა შესაძლოა შეიცვალოს. თუ შერჩეული უძრავი ქონების ღირებულება ამ ნიშნულს აღემატება, მომხმარებელი სხვაობას საკუთარი თანამონაწილეობით ფარავს ან სარგებლობს პარალელური დაფინანსებით. 


თუ ამ კუთხით დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდა, კრედო ბანკის წარმომადგენელი ინდივიდუალურად განიხილავს შენს შემთხვევას და ეცდება ოპტიმალური გამოსავალის პოვნაში დაგეხმაროს.


როგორ ავიღოთ სუბსიდირებული იპოთეკური სესხი კრედო ბანკში


კრედო ბანკში იპოთეკის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და მომხმარებელზე მორგებულია. პირველ რიგში, დაინტერესებული პირი მიმართავს კრედო ბანკს შესაბამისი განაცხადით. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე სერვისცენტრში ვიზიტისას. კრედო ბანკის წარმომადგენელი ოპერატიულად ამოწმებს განმცხადებლის მონაცემებს და ადგენს, თუ შეესაბამება სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნებს.


ამის შემდეგ იწყება სუბსიდირებული იპოთეკური სესხისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპი. საჭირო საბუთების სია ყველა შემთხვევისთვის ინდივიდუალურია. ოპერატორი შენი კონკრეტული მდგომარეობის საფუძველზე ზუსტ სიას მოგაწვდის. შემდეგ კი ყველა საჭირო დოკუმენტი და იპოთეკაზე ინფორმაცია მიწოდება სააგენტოს, სადაც უკვე გადაწყვეტენ სუბსიდირდება თუ არა სესხი და - რა პროცენტით. 


აღსანიშნავია, რომ კრედო ბანკი იპოთეკური სესხის გაცემისას არ ზღუდავს მსესხებელს შემოსავლების კუთხით. გარდა ოფიციალური სახელფასო ჩარიცხვებისა, დაფინანსების მისაღება შეიძლება მცირე ბიზნესიდან მიღებული შემოსავლით, უცხოეთიდან შემოსული გზავნილებით, თვითსადაქმებიდან მიღებული არაოფიციალური შემოსავლით და აგრო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალითაც. მსგავსი მოქნილი მიდგომა პროცესს ბევრად უფრო მარტივს ხდის.


რატომ უნდა აიღო სუბსიდირებული იპოთეკური სესხი კრედო ბანკის დახმარებით?


შემოსავლების დადასტურების მოქნილი პოლიტიკა კრედო ბანკის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარეა. პრაქტიკაში ეს ნიშნავს ინდივიდუალურ მიდგომას და სიტუაციაზე ადაპტაციის შესაძლებლობას. ხელფასის ოფიციალურად ჩარიცხვა აუცილებელი არ არის, სესხის მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც თუ მომხმარებელს აქვს შემოსავალი ბიზნესიდან, აგრო ან ტურისტული საქმიანობიდან, არის თვითდასაქმებული ან ფულად გზავნილებს ანაღდებს. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება, რაც მომხმარებლებს სხვადასხვა ფინანსური პროფილის პირობებში სესხხის აღების შესაძლებლობას აძლევს.


განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სერვისი კრედო ბინოთეკა. ბინოთეკის პირადი მენეჯერი ეხმარება მსესხებელს არა უბრალოდ იპოთეკის დამტკიცებაში, არამედ უძრავი ქონების არჩევაში. ის პირდაპირ ამყარებს კომუნიკაციას სამშენებლო კომპანიებთან და არჩევს მომხმარებლის რეალურ ბიუჯეტზე მორგებულ ვარიანტებს. მენეჯერი ასევე იცავს მომხმარებლის ინტერესებს იურიდიული დეტალების გავლისას და ხელშეკრულების გაფორმებისას.


უშუალოდ კრედო ბანკის პარტნიორი დეველოპერების პროექტებში ბინის შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური ფასდაკლებები. ამ თანამშრომლობის პირობებით სარგებლობისას უძრავი ქონების შესყიდვა უფრო მიმზიდველია, განსაკუთრებით თუ მსესხებელი სუბსიდიის ბენეფიციარი გახდა.


კრედო ბანკი თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად უდგება. ბანკის წარმომადგენელი არჩევს სავარაუდო უძრავი ქონების ვარიანტებს ბიუჯეტიდან გამომდინარე და ადგენს ზუსტად მომხმარებლის შემოსავლებსა და გეგმებზე მორგებულ გადახდის გრაფიკს. პროცესის განმავლობაში დაინტერესებული პირი იღებს პროფესიონალურ კონსულტაციას, რომლის ფარგლებში იღებს ინფორმაციას სახელმწიფო პროგრამის სპეციფიკის შესახებაც. ყოველთვიური ტრანზაქციების, ვადებისა და შენატანების კონტროლი კი დამოუკიდებლად, Mycredo მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან მარტივად ხორციელდება.


რამდენი ხანი გრძელდება სუბსიდირებული იპოთეკურ სესხი და რა შეზღუდვები აქვს?


მომხმარებლებს ხშირად აინტერესებთ იპოთეკური სესხის სუბსიდირება თუ რამდენ ხანს გრძელდება. 


ამჟამად (2026 წლის ივნისი) კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის თანადაფინანსება მაქსიმუმ 5 წელი - 60 თვეა. მაგრამ თუ აღებული იპოთეკა 60 თვეზე ნაკლებ დროზე ფორმდება, სუბსიდიაც მხოლოდ იპოთეკის ვადის ბოლომდე გრძელდება.


ხშირად ჩნდება კითხვები არსებული იპოთეკური სესხის რეფინანსირებასთან დაკავშირებით. პროგრამის პირობების შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა არსებობდეს იპოთეკური სესხის რეფინანსირების შესაძლებლობა. ასეთი განაცხადები ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მოქმედი პროგრამის პირობებისა და მსესხებლის შეფასების საფუძველზე.


აქტუალურია კითხვაც იმის შესახებ, თუ რა ხდება 5-წლიანი პერიოდის შემდეგ. როდესაც სახელმწიფოს თანადაფინანსების ვადა იწურება, სუბსიდირება ბუნებრივად წყდება. ამ მომენტიდან, დარჩენილი ძირითადი თანხის დაფარვა გრძელდება ჩვეულებრივი, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით. კრედო ბანკის წარმომადგენელი ამ გრაფიკს თავიდანვე ისე ადგენს, რომ სუბსიდირების დასრულების შემდეგ შენატანი მომხმარებლისთვის კომფორტულ დონეზე შენარჩუნდეს


რამდენჯერ შეიძლება სარგებლობა პროგრამით? როგორც წესი, ის მხოლოდ ერთხელ არის ხელმისაწვდომი. მეუღლეები, როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე, ერთი და იმავე ბავშვ(ებ)ის სახელით მხოლოდ ერთხელ ისარგებლებენ ამ უფლებით. აღებული თანხის მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს. 


გამონაკლისი მოქმედებს მხოლოდ მრავალშვილიან ოჯახებზე. თუ პროგრამაში ჩართვის შემდეგ მათ კიდევ შეეძინებათ ან შვილად აიყვანენ მეოთხე ან მომდევნო შვილს, ისინი შეძლებენ სახელმწიფო ინიციატივით მეორედ სარგებლობას.


სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა რეალური შესაძლებლობაა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც საკუთარი სახლის შეძენას გეგმავენ. კრედო ბანკის მოქნილი მიდგომა და ბინოთეკის სერვისი ამ პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. დაიწყე ცხოვრების ახალი ეტაპი საკუთარ სივრცეში - უფრო ხელმისაწვდომი პირობებით. კრედო ბანკი ამ გზაზე საიმედო მხარდამჭერი იქნება.

მსგავსი ბლოგები