კრედო ბანკის ახალი სივრცე “Credo Exp Corner” გაიხსნა, co-working space-ის სამუშაო სივრცეში, ტერენტი გრანელის ქუჩა 10/12-ნომერში.

 

 

Credo Exp corner - არის კრედო ბანკის სერვისცენტრებისგან დამოუკიდებელი სივრცე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საბანკო სერვისებზე მყისიერ მომსახურებას გაუწევს.

 

 

 

Credo Exp corner-ის სივრცეში შეგიძლია ისარგებლოთ შემდეგი საბანკო სერვისებით:

 

  • მულტისავალუტო ანგარიშის გახსნა და ბარათის შეკვეთა

ანგარიშის გახსნა შესაძლებელია, მარტივად, მხოლოდ პასპორტის და ქართული ნომრის საფუძველზე, 1 საათზე ნაკლებ დროში, სულ რაღაც 35 ლარად, ასევე სადებეტო ბარათებიდან თანხის გამოტანას საკომისიოს გარეშე შეძლებთ, კრედო ბანკის, TBC-ს და ხალიკ ბანკის ბანკომატებიდან.

 

განახლებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით, თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ, უამრავი ფასდაკლებით სამედიცინო სერვისებზე და მედიკამენტებზე. საერთო + -ის შეძენა შესაძლებელია როგორც ქეშად, ასევე კრედო ბანკის განვადებით, ყოველთვიური გადახდით.

 

კრედო ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით შესაძლებელია, ნებისმიერი ფულადი გზავნილის განაღდება საუკეთესო კურსით და სასურველ ვალუტაში კონვერტაცია. ხოლო კრედო ბანკის ექსპატ სერვისცენტრებიდან, თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ გზავნილი 5000 $-მდე საკომისიოს გარეშე.

 

  • Swift ჩარიცხვის მიღება

 

  • ანაბრის გახსნა

კრედო ბანკი გთავაზობთ ანაბრების მრავალფეროვან არჩევანს, გახსენით სასურველი მიზნით ანაბარი, დააგროვეთ თანხა უსაფრთხოდ, დამატებით კი, მიიღეთ მაღალი სარგებელი სასურველ ვალუტაში გახსნილ ანაბარზე.

 

  • სამომხმარებლო/ბიზნეს სესხებზე განაცხადის დაფიქსირება

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ, ნებისმიერი შემოსავლის საფუძველზე ბიზნეს და სამომხმარებლო სესხებით, სპეციალურად თქვენზე მორგებული პირობებითა და მოქნილი გადახდის გრაფიკით!

 

Mycredo იდეალური საშუალებაა მარტივად და კომფორტულად, ბანკში ვიზიტის გარეშე განახორციელოთ სასურველი საბანკო ოპერაცია და ისარგებლოთ უფასო სერვისებით. ამასთანავე, კრედო ქორნერში შესაძლებელია მაიკრედოს ავტორიზაციის პროცესში დახმარება, პაროლის აღდგენა, Gpay-ში ბარათის დამატება და სხვა.

 

სამუშაო საათები:

Credo Exp corner იმუშავებს ყოველდღე, კვირის გარდა.

ორშაბათი - პარასკევი: 10:00-17:30 საათამდე

შაბათი - 10:15-12:15 საათამდე

მისამართი: თბილისი, ტერენტი გრანელის ქუჩა 10/12-ნომერი