კრედო ბანკმა თბილისში, პირველი ექსპატ სერვისცენტრი ჭავჭავაძის #16 ნომერში გახსნა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საბანკო-საკრედიტო პროდუქტებსა და სერვისებზე ინდივიდუალურ, სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.

 

სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე, კვირის გარდა. 

ორშაბათი - პარასკევი: 10:00-17:30 საათამდე

შაბათი - 10:15-12:15 საათამდე

 

კრედო ბანკი საქართველოს მასშტაბით, 80 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი და როგორც ქართველ ასევე, უცხოელ მომხმარებლებს მრავალფეროვან, მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო-საკრედიტო პროდუქტებს სთავაზობს.

ბანკის მფლობელები სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმია, რომელიც გერმანული Access Microfinance Holding, შვეიცარული responsAbility Investments AG , ნიდერლანდული Triodos Investment Management და ფრანგული Proparco-სგან შედგება.

 

კრედო ბანკის შეთავაზება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემდეგია:

  • უფასო მულტისავალუტო ანგარიშის გახსნა 1 საათზე ნაკლებ დროში
  • Mastercard ბარათის აღება ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად
  • სიცოცხლის დაზღვევის ინდივიდუალური პაკეტით „საერთო +“ სარგებლობა (ფასდაკლება სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე)
  • ბაზარზე ყველაზე მაღალსარგებლიანი ანაბრების გახსნის შესაძლებლობა
  • სპეციალური ტარიფები საკრედიტო პროდუქტებზე:
    • იპოთეკური სესხი
    • ბიზნეს და სამომხმარებლო სესხები
    • ავტო სესხი
    • ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი
    • სახელფასო სესხები

Mycredo ინტერნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობა 24/7 მობილური ინტერნეტის გარეშეც, რომელიც აერთიანებს უფასო სერვისებს, როგორიცაა: გზავნილის საუკეთესო კურსით ონლაინ განაღდება, ნებისმიერ ბანკში გადარიცხვა, კომუნალურების გადახდა, მობილური ბალანსის შევსება და მრავალი სხვა.

კრედო ბანკი დღეისათვის 20 000-მდე ექსპატ მომხმარებელს ემსახურება და კვლავაც განაგრძობს ამ მიმართულებით ფილიალების დამატებას თუ მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და მომსახურების შექმნას.

2022 წლის ოქტომბერის ბოლოს კიდევ ერთი ექსპატ სერვისცენტრი გაიხსნება თბილისში, წლის ბოლომდე კი ბათუმში.