კრედო ბანკი თავის მომხმარებელს მალე ახალ პროდუქტს, ინტერნეტ ბანკს შესთავაზებს, რომლის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს შეასრულოს სასურველი საბანკო ოპერაციები, ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია.
ინტერნეტ ბანკის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს:
- გაიაქტიუროს სესხი ონლაინ
- დაფაროს სხვადასხვა ტიპის გადახდები
- აკონტროლოს ხარჯები და შემოსავლები
გარდა ამისა, ფილიალში მისვლის გარეშე შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა მიიღოს დეტალური ინფორმაცია საკუთარ ანგარიშებსა და ბარათებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.