2019 წლის ივნისიდან კრედო ბანკის დეველოპერების გუნდი ახალ ოფისში გადაინაცვლებს.
თანამედროვე დიზაინი, სასიამოვნო გარემო, განტვირთვის სხვადასხვა შესაძლებლობა და ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის ოფისი კრედოს თანამშრომლებს საუკეთესო შედეგის მისაღწევად დამატებით კომფორტს და მოტივაციას უქმნის. კრედო ბანკი თავის ბენეფიტებით ყოველთვის ზრუნავს თანამშრომლებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნაზე. დეველოპერების გუნდისთვის შექმნილი ტექნოლოგიური სივრცე ამის კიდევ ერთი მაგალითია.