responsAbility Investments AG აქტივების მართვის დარგში მსოფლიოს წამყვანი დამოუკიდებელი მენეჯმენტის ჯგუფია, რომელთა სპეციალიზაციის სფერო განვითარებადი ეკონომიკის სექტორების ხელშეწყობაა. მათი საქმიანობა ისეთ დარგებს მოიცავს, როგორებიცაა ფინანსები, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ჯანდაცვა და განათლება.
responsAbility უზრუნველყოფს ბირჟაზე დაურეგისტრირებელი ისეთი კომპანიების ფინანსირებას, რომელთა ბიზნესმოდელი მოსახლეობის დაბალშემოსავლიან კატეგორიაზეა ორიენტირებული, რითაც სტიმულირდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და სოციალური განვითარება.
2003 წელს დაარსებული responsAbility, ამჟამად მართავს ორ მილიარდ აშშ დოლარზე მეტ აქტივებს, რომლებიც 90 ქვეყნის 500 კომპანიაშია ინვესტირებული. სათაო ოფისი ციურიხში მდებარეობს, ხოლო მისი რეგიონალური წარმომადგენლობები - პარიზში, ლიმაში, მუმბაისა და ნაირობიში.
responsAbility-ის აქციონერები შვეიცარიის ფინანსურ ბაზარზე მოქმედი, საიმედო რეპუტაციის მქონე მრავალი ორგანიზაცია და ასევე, საკუთარი თანამშრომლები არიან. ჯგუფი რეგისტრირებულია შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის ორგანოში (FINMA).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: WWW.RESPONSABILITY.COM