ჩატი

კრედო ბანკის თანადგომა ფერმერებს!

USAID – ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ მომხმარებლებს, რომლის მიზანია სამაცივრე, გადამამუშავებელი და შემგროვებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, კრედო ბანკი თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს!
პროექტის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თანადაფინასების დარჩენილი ნაწილი (პროექტის ღირებულების 60% პროცენტი) კრედო ბანკის შეღავათიანი პირობებითა და გადახდის მოქნილი გრაფიკით მიიღონ.

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მიზნობრივი არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი. განსაკუთრებული პირობები კი, ვრცელდება იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ნუსხით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან/და რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

ამასთან, გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში დაფინანსდება ენერგო-ეფექტური ღუმელების წარმოება.

 

გთხოვთ, დააფიქსიროთ მოთხოვნა სოფლის განვითარების სააგენტოს პორტალზე: http://enterprise.rda.gov.ge/guest/signup

პარალელურად, გამოგზავნოთ განაცხადი კრედო ბანკში, გრანტის მოთხოვნის დადასტურების შემდეგ კი, თქვენ შეძლებთ შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობას!

განაცხადის მიღების თარიღები
  • გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში განაცხადები მიიღება 2021 წლის 20 აპრილის 10 საათიდან, 4 მაისის 24 საათამდე
  • შემნახველი საწარმოების კომპონენტში განაცხადები მიიღება 2021 წლის 13 მაისის 10 საათიდან, 28 მაისის 24 საათამდე
საინფორმაციო შეხვედრების განრიგი
  • მარნეული: 2021 წლის 20 აპრილი, 15:00 სთ
    დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი/გიორგაძის ქ. #1
  • ქუთაისი: 2021 წლის 22 აპრილი, 12 სთ
    სავაჭრო-სამრეწველო პალატა/რუსთაველის გამზირი #124
  • ოზურგეთი:  2021 წლის 23 აპრილი, 12 სთ
    დემოკრატული ჩართულობის ცენტრი/ჭავჭავაძის ქ. #14
  • ბათუმი:  2021 წლის 26 აპრილი, 12 სთ
    აჭარის სავაჭრო-სამრეწველო  პალატა/ა. მელაშვილის ქ # 26, მე-2 სართული
  • ზუგდიდი: 2021 წლის 27 აპრილი, 13 სთ
    სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია/ზვიად გამსახურდიას გამზირი #45
  • გორი: 2021 წლის 28 აპრილი, 16 სთ
    დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი/ იერუსალიმის ქ. #18
  • თელავი: 2021 წლის 29 აპრილი, 12 სთ
    სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თელავი/რუსთაველის ქ. #2
  • ონლაინ :  2021 წლის 5 მაისს, 13:00  სთ
    USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის Facebook გვერდზე :
    https://www.facebook.com/apgeorgia.org