სმს მომსახურების ზედმეტად გადახდილი საფასურის დაბრუნება
გაცნობებთ, რომ კრედო ბანკში გახსნილი ანგარიშიდან ჩამოგეჭრათ სმს მომსახურების ზედმეტი საფასური, რომლის დაბრუნება გეკუთვნით. რადგან ამჟამად მიმდინარე ანგარიში კრედო ბანკში გაქვთ დახურული, თანხის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მეთოდებიდან ერთ-ერთი:
- მიბრძანდეთ კრედო ბანკის ნებისმიერ ფილიალში, გახსნათ მიმდინარე ანგარიში და მოითხოვოთ ამ ანგარიშზე თქვენი კუთვნილი თანხის ჩარიცხვა
- კრედო ბანკის ფილიალში მიიტანოთ ნებისმიერი საქართველოში მოქმედი ბანკის რეკვიზიტები და მოითხოვოთ თქვენი კუთვნილი თანხის ამ რეკვიზიტებზე ჩარიცხვა