უსაფრთხოების მეთოდები შენს ინტერნეტ და მობაილ ბანკში - Mycredo
გაცნობებთ, 2021 წლის 22 მარტიდან, ინტერნეტ და მობაილ ბანკს - Mycredo ემატება უსაფრთხოების მეთოდები.
თქვენ, ყოველ ჯერზე, ინტერნეტ/მობაილ ბანკში ავტორიზაციისა და გადარიცხვის ინიცირების დასადასტურებლად დაგჭირდებათ ბანკში ავტორიზებულ, პირად მობილურ ნომერზე მიღებული ერჯერადი კოდის შეყვანა.
ოპერაციები, რომელიც საჭიროებს SMS კოდით დადასტურებას:
- ინტერნეტ/მობაილ ბანკში ავტორიზაცია
- სხვის ანგარიშზე გადარიცხვა (კომპანიის შიგნით/გარეთ)
- გადახდები (გარდა ელ.ენერგია, წყალი, გაზი, დასუფთავება, ტელეფონი/ინტერნეტი, ტელევიზია)
ოპერაციების SMS დასტურის გარეშე განსახორციელებლად - მობილურ აპლიკაციაში - Mycredo:
- გააქტიურეთ თქვენი ტელეფონი, როგორც „სანდო მოწყობილობა“
- დაამატეთ სანდო კონტაქტები/მიმღებები
გთხოვთ გაითვალისწინოთ, Mycredo - მობაილ ბანკის ახალი ფუნქციებით სარგებლობისთვის, უნდა განაახლოთ აპლიკაცია!
დახმარებისათვის დაგვიკავშირდით: *4242
იყავით დაცული, კრედო ბანკთან ერთად!