მისი მიზანია მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის შესაძლებლობით.
პროგრამის ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას მის სრულ ვადაზე, სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის ოდენობით, ასევე სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება შემდეგი მიმართულებები:
- ინდუსტრიული
- ტურისტული სერვისები
- სასტუმრო ინდუსტრია
- აგრო ტურისტული ინდუსტრია
- ეკო ტურისტული ინდუსტრია
- ბალნეოლოგიური კურორტები
დასაფინანსებელი ბიზნეს საქმიანობა უნდა შედიოდეს საქართველოს მთავრობის მიერ მოცემული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პრიორიტეტთა ნუსხაში.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.enterprisegeorgia.gov.ge