ჩატი

პლასტიკური ბარათების დაზღვევა

თავიდან აირიდეთ არაავტორიზებული ტრანზაქციებით გამოწვეული ფინანსური დანაკარგები - ისარგებლეთ ბარათის დაზღვევის სერვისით!

პლასტიკური ბარათის დაზღვევის სერვისი უზრუნველყოფს - ბარათის მფლობელს აუნაზღაუროს არალეგალური საბარათე ოპერაციით მიღებული ზარალი, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს, მომხმარებლის ბარათის, ბარათის რეკვიზიტების, ან/და ელექტრონული საფულის (GPay & Apple Pay) გამოყენებით.

ბარათის დაზღვევის სერვისით სარგებლობა შეუძლია კრედო ბანკის ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც ფლობს კრედო ბანკის როგორც სადებეტო, ასევე საკრედიტო ტიპის ბარათს, გარდა მოსავლის ბარათებისა.

 

გაიაქტიურეთ ბარათის დაზღვევის სერვისი მომენტალურად და დაიცავით თავი არალეგალური ტრანზაქციებით მიღებული ზარალისგან გვეწვიეთ სასურველ სერვისცენტრში ან დაგვიკავშირდით ნომერზე *42 42

ბარათის დაზღვევის პაკეტები
ბარათით შესრულებული ტრანზაქციის/ ოპერაციის კატეგორია ანაზღაურების ლიმიტები ბარათის დაცვის სერვისის პაკეტის შესაბამისად
„პაკეტი S“ „პაკეტი M“ „პაკეტი L“
ჩიპის გარეშე ჩატარებული არალეგალური ოპერაცია 1 500 ლარი 5 000 ლარი 10 000 ლარი
ინტერნეტში 3D-Secure კოდის გარეშე ჩატარებული არალეგალური ოპერაცია 500 ლარი 1 000 ლარი 2 000 ლარი
ინტერნეტში ჩატარებული არალეგალური ოპერაცია 100 ლარი 300 ლარი 500 ლარი
ელექტრონული საფულით (GPay & Apple Pay)  შესრულებული თაღლითური ტრანზაქციები; 200 ლარი 400 ლარი 600 ლარი
თაღლითურად შესრულებული უკონტაქტო უპინო არალეგალური ოპერაცია 200 ლარი 400 ლარი 600 ლარი
მომსახურების ღირებულება (წლიური) 5 ლარი 12 ლარი 30 ლარი

 

ბარათის დაზღვევის პირობები
  • დაზღვევის სერვისის გააქტიურება ბარათზე შესაძლებელია, როგორც ბარათის რეგისტრაციის მომენტში, ასევე უკვე არსებულ, აქტიურ ბარათზე
  • ბარათის დაზღვევის სერვისი ირთვება 12 თვის ვადით და ავტომატურად გრძელდება ბარათის ვადის დასრულებამდე (დაზღვევის გასააქტიურებლად და სერვისის ავტომატურად გაგრძელებისთვის -საჭიროა ბარათის ვადის დასრულებამდე დარჩენილი იყოს 3 თვეზე მეტი)
  • დაზღვევის სერვისის (როგორც პირველადი აქტივაციის, ასევე ავტომატური გაგრძელებისათვის) საჭიროა მიმდინარე ანგარიშზე გქონდეთ შერჩეული პაკეტის ღირებულების შესაბამისი ოდენობის თანხა
  • ერთ ბარათზე დასაშვებია მხოლოდ ერთი დაზღვევის პაკეტის აქტივაცია
  • რამდენიმე ბარათის არსებობის შემთხვევაში, სერვისი უნდა გააქტიურდეს თითოეულ ბარათზე ცალ-ცალკე. დასაშვებია სხვადასხვა ბარათზე დაზღვევის სხვადასხვა პაკეტის გააქტიურება
  • აქტიური დაზღვევის სერვისის პაკეტის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ არსებულზე უფრო მაღალი ლიმიტის მქონე პაკეტის შეძენის შემთხვევაში („პაკეტი S“ შეიძლება შეიცვალოს „პაკეტი M“ ან „პაკეტი L-ით“; „პაკეტი M“-ის შეცვლა შეიძლება „პაკეტით L“ ; ხოლო „პაკეტი L“-ის ცვლილება არ ხდება)
  • საკრედიტო ბარათის შემთხვევაში პაკეტის ღირებულება არ იჭრება ბარათის ლიმიტიდან, ბარათის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს მიმდინარე ანგარიშზე შერჩეული პაკეტის ღირებულების შესაბამისი ოდენობის თანხის განთავსება

არალეგალური ოპერაციებისა და ზარალის ანაზღაურების დეტალები იხილეთ : აქ