რქოსანი პირუტყვის დაზიანებით ან სიკვდილით გამოწვეული ზარალის თავიდან ასაცილებლად, "ალდაგის" სადაზღვევო პროდუქტის - "რქოსანი პირუტყვის დაზღვევის" შეძენას კრედო ბანკის განვადებითაც შეძლებ.
აღნიშნული პროდუქტის სადაზღვევო რისკები მოიცავს:
- ხანძარს
- მეხის დაცემას
- შტორმს, წყალდიდობას
- მიწისძვრას
- ტრანსპორტის დაჯახებას
- სხვა საქონლის ზემოქმედებას, ჭრილობებს, ტრავმულ დაზიანებებს, შემთხვევით დახრჩობას, გაგუდვასა და თიაქარს, გართულებული მშობიარობის გამო საქონლის სიკვდილს
- პერიკარდიტს, ტიმპანიას, ველური მხეცების მიერ დაგლეჯას
- სიმაღლიდან შემთხვევით ვარდნას
- ემკარს (მხოლოდ ბაგურ კვებაზე მყოფი საქონლის შემთხვევაში), ცოფს, ჯილეხს, პასტერელოზს