ჩატი

განახლებული ინფორმაცია საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით

კრედო ბანკი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების კმაყოფილებაზე და მათი ინტერესებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

აღნიშნული პირობით შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუ:

  • საქართველოს მთავრობისგან იღებთ კომპენსაციას
  • მნიშვნელოვნად შეგიმცირდათ ან დაკარგეთ შემოსავალი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ხართ სახელმწიფოს საშეღავათო სიაში და ვერ ახერხებთ მიმდინარე გადასახდელის გადახდას, მიმართეთ სესხის ოფიცერს ან დაუკავშირდით სატელეფონო ცენტრს *4242.

მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, კრედო ბანკი გადავადებისას არ ახდენს პროცენტის კაპიტალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ პროცენტი დაანგარიშდება გადავადების მომენტში არსებული ძირი  თანხიდან და დარიცხულ/გადავადებულ პროცენტს არ დაერიცხება პროცენტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილეთ „ხშირად დასმული კითხვები & პასუხები“ ან დაუკავშირდით სატელეფონო ცენტრს *4242.

ჩვენ თითოეული მომხმარებლის მოთხოვნას ინდივიდუალურად განვიხილავთ.

 

ასევე, კრედო ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლოთ რე-სტარტ სესხით - განაახლეთ შეჩერებული ბიზნესი, დააფინანსეთ პირადი ან ოჯახის საჭიროებები,  ხოლო გადახდა დაიწყეთ შემოსავლების დასტაბილურების შემდეგ.

ხშირად დასმული კითხვები & პასუხები

1. სად შემიძლია ჩემი ახალი გრაფიკის ნახვა?

გრაფიკის ნახვა ყველაზე სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ კრედო ბანკის ვებ პორტალზე - Mycredo.ge, ხოლო მიმდინარე გადასახდელი თანხის ოდენობის გასაგებად, ავტორიზებული ტელეფონის ნომრიდან სიტყვა “pay” გააგზავნეთ ნომერზე 91000. გრაფიკის დეტალების დაზუსტება ასევე შეგიძლიათ თქვენს სესხის ოფიცერთან ან სატელეფონო ცენტრში *4242, თუმცა გთხოვთ, გაითვალისწინოთ მათი სამუშაო განრიგი და შესაძლო მოლოდინის დრო.

 

2. როგორ გავიგო მეხება თუ არა სახელმწიფო სოციალური ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დამატებით საშეღავათო პერიოდით სარგებლობა?

მოცემული ინფორმაციის დაზუსტებას თქვენ შეძლებთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე https://www.rs.ge/kompensacia

 

3. როგორ ვისარგებლო საშეღავათო პერიოდით, თუ ვარ სახელმწიფოს საშეღავათო სიაში?

გთხოვთ, გადახდის თარიღამდე 1 კვირით ადრე დაუკავშირდეთ თქვენს სესხის ოფიცერს და ის დაგეხმარებათ გადავადებით სარგებლობაში, ხოლო თუ არ გაქვთ სესხის ოფიცრის საკონტაქტო ინფორმაცია, გთხოვთ, გადახდის თარიღამდე 1 კვირით ადრე მიმართოთ სატელეფონო ცენტრს *4242.

 

4. თუ არ ვარ სახელმწიფოს საშეღავათო სიაში, შემიძლია თუ არა ვისარგებლო  საშეღავათო პერიოდით?

კრედო ბანკი თითოეული მომხმარებლის მოთხოვნას განიხილავს ინდივიდუალურად. გადავადების განხილვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დაკარგეთ შემოსავალი და გადაუდებლად გესაჭიროებათ შეღავათით სარგებლობა. გადავადებაზე მოთხოვნის დასაფიქსირებლად გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს სესხის ოფიცერს ან მოგვმართეთ სატელეფონო ცენტრში *4242.

 

5. საჭიროა თუ არა მომხმარებლის სერვისცენტრში ვიზიტი?

საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის სერვისცენტრში ვიზიტი არ არის საჭირო.

 

6. რომელ თვეებზე არის შესაძლებელი საშეღავათო პერიოდის მოთხოვნა?

საშეღავათო პერიოდის მოთხოვნა შესაძლებელია  ივლისის ან  ივლისის და აგვისტოს თვის გადასახდელებზე.

 

7. როდიდან დაიწყება გადახდა?

გადახდა დაიწყება, აგვისტოს ან სექტემბრის თვიდან, იმის მიხედვით, თუ რომელი თვეების გადასახდელის გადავადებას მოახდენთ.

 

8. როგორი გრაფიკი მექნება?

თითოეული მომხმარებლის განაცხადს განვიხილავთ ინდივიდუალურად, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი საჭიროებები და შესაბამისი გადახდის გრაფიკი შევთავაზოთ.

 

9. დამერიცხება თუ არა პროცენტი გადავადებულ პროცენტზე?

რა თქმა უნდა დარიცხული და გადავადებული საპროცენტო განაკვეთი არ ემატება ძირ თანხას და შესაბამისად გადავადებულ პროცენტზე არ ერიცხება პროცენტი.

 

10. რას ნიშნავს, თუ მივიღე SMS შეტყობინება გადავადების პირობის ცვლილებასთან დაკავშირებით?

კრედო ბანკმა გააუმჯობესა თქვენი გრაფიკი. თუკი გადავადებულ სესხზე პირველ თვეს გადასახდელი დაგროვილი პროცენტების ჯამი აღემატებოდა თქვენს ყოველთვიურ სტანდარტულ შენატანს, სტანდარტული გადასახადის ოდენობას აღმატებული პროცენტების ჯამი გადანაწილდა დარჩენილ გადახდებზე თანაბრად, რაც თქვენთვის ბევრად უმჯობესია და გაგიმარტივებთ თანხების გადახდებს.

 

11. შესაძლებელია თუ არა და რამდენად უსაფრთხოა სერვისცენტრში ვიზიტი?

კრედო ბანკი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, თუმცა, თქვენივე უსაფრთხოებისთვის მიმდინარე პერიოდში გთხოვთ მოერიდოთ სერვისცენტრში ვიზიტს და თქვენთვის სასურველი მომსახურება მიიღეთ დისტანციური არხების მეშვეობით. ასევე გაცნობებთ, რომ  სერვისცენტრებში, შემოღებულია დამატებითი წესები უსაფრთხოების დასაცავად და სისტემატურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ჩვენი სერვისცენტრებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება

კრედო ბანკი ზრუნავს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სერვისცენტრში ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს ყოველდღიურად!

ყველა თანამშრომლი აღჭურვილია პირბადეებით,  ხელთათმანებითა და დამცავი სათვალე ნიღბებით

თქვენივე და ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის კრედო ბანკის თითოეულ სერვისცენტრში განთავსებულია წესები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ სერვისცენტრში შემოსვლისას:

  1. გაიწმინდეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით
  2. დართეთ ნება კრედო ბანკის წარმომადგენელს, დაგეხმაროთ ტემპერატურის გაზომვაში
  3. დაიცავით 1 მეტრი დისტანცია გარშემომყოფი ადამიანებისგან
  4. მოერიდეთ ახლო კონტაქტს, როგორიცაა - ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა.

თუმცა, მიუხედავად ამისა შეგახსენებთ, მნიშვნელოვანია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირება, ამიტომ მოგიწოდებთ მიმდინარე პერიოდში მოერიდოთ სერვისცენტრში ვიზიტს და ისარგებლოთ კრედო ბანკის უსაფრთხო, ონლაინ სერვისებით.

ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემოს შექმნისთვის!

კრედო ბანკი მომხმარებლების უწყვეტ რეჟიმში მომსახურებას განაგრძობს!

მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეუფერხებლად მიიღონ სრული საბანკო მომსახურება კრედო ბანკის სერვისცენტრებში. ჩვენი საკრედიტო და საბანკო პროდუქტები მომხმარებლებისთვის კვლავაც ხელმისაწვდომია შეზღუდვების გარეშე.

კრედო ბანკის სერვისცენტრებში ყოველდღიურად ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, თანამშრომლები აღჭურვილნი არიან ხელთათმანებითა და დამცავი ნიღბებით, მომხმარებლებისთვის კი განთავსებულია სადეზინფექციო საშუალებები.

მიუხედავად ამისა, მოგიწოდებთ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოერიდოთ თავშეყრის ადგილებში ვიზიტს და მიმდინარე პერიოდში ისარგებლოთ კრედო ბანკის უსაფრთხო, დისტანციური სერვისებით.

  • განახლებული ინტერნეტ და მობაილ ბანკით
  • SMS სერვისით
  • სატელეფონო მომსახურების ცენტრით
  • სწრაფი გადახდის ტერმინალებითა და ბანკომატებით

კრედო ბანკის ვებგვერდის credobank.ge-ს მეშვეობით დისტანციურად მოითხოვეთ და მიიღეთ სასურველი პროდუქტები, სპეციალური პირობებითა და საშეღავათო პერიოდებით.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მომხმარებლების კეთილდღეობისთვის. გვესმის რა, რომ უამრავ ადამიანს შემოსავლები შეუმცირდა - ვმუშაობთ სპეციალურ სესხზე, რომლითაც პირადი და ოჯახის მიმდინარე საჭიროებების დაფინანსება იქნება შესაძლებელი მიმდინარე კრიზისის პერიოდში. აღნიშნულ სესხს ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდი ექნება და გადახდას მომხმარებელი შემოსავლების მიღების განახლების შემდეგ დაიწყებს. აღნიშნული სესხის აღება არსებული სესხის პარალელურადაც იქნება შესაძლებელი.

კრედო ბანკი ფერმერების აქტიური ქომაგია და ინტენსიურად განაგრძობს სასოფლოს სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ადამიანების დაკრედიტებას. აგრეთვე ვაგრძლებეთ მომხმარებლების განვადებებებით უზრუნველყოფას აგრო მასალებისა შხამქიმიკატების მაღაზიებში. ამასთანავე ვმუშაობთ სასოფლო სამეურნეო მასალებისა და შხამქიმიკატების ონლაინ შეძენა-მიტანის პროდუქტზე. აღნიშნული მასალების შეძენა საშეღავათო პერიოდისა და სეზონური გადახდების მქონე განვადებითაც იქნება შესაძლებელი.

ასე რომ გთხოვთ, ადევნოთ თვალი ჩვენს ფეისბუქის გვერდს, კრედო ბანკი ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ უახლოეს დღებში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

23 მარტის განცხადება გადავადებასთან დაკავშირებით

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კრედო ბანკის მომხმარებლების სასესხო ვალდებულებების გადახდები გადავადდება!

გთხოვთ, დაელოდოთ თქვენი სესხის ოფიცრის ზარს. ის აუცილებლად დაგიკავშირდებათ, გადახდის ახალ გრაფიკს შეგითანხმებთ და ყველა საჭირო პროცედურას მოგიგვარებთ. გაითვალისწინეთ რომ ერთბაშად, ერთ დღეში, ყველა მომხმარებელთან დაკაშირება ვერ მოხერხდება მათი სიმრავლის გამო. ამიტომ ოფიცერი მომხმარებლებს გადახდის თარიღის რიგითობის მიხედვით დაურეკავს. რაც მთავარია, დაკავშირება აბსოლუტურად ყველა მომხმარებელთან მოხდება, უბრალოდ დარჩით ხაზზე და დაელოდეთ ზარს.

გადავადება მარტი, აპრილი და მაისის გადახდებს შეეხება. ხოლო მათ, ვისაც მარტის თვის გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ - გადაუვადდებათ აპრილი, მაისი და ივნისის გადასახადები.

აგრეთვე გადავადდება ის გადასახადებიც, რომელთა გადახდა უკვე დაუგვიანდა მომხმარებლებს. ასეთ შემთხვევაში დაგვიანების ჯარიმები გაუქმდება და გადავადდება მხოლოდ გადასახდელი ძირი თანხა და პროცენტი.

კრედო ბანკის ძვირფასო მომხმარებლებო, გთხოვთ დარჩეთ სახლებში და იზრუნოთ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ თქვენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შექმნილი მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ.

 

გთხოვთ, ადევნოთ თვალი ჩვენი ფეისბუქის გვერდს

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!