ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

საერთაშორისო გადარიცხვა

გადარიცხე საზღვარგარეთ 50-ზე მეტ ქვეყანაში - $ ან € ვალუტაში - დისტანციურად, სწრაფად და დაბალი საკომისიოთი.

საერთაშორისო გადარიცხევბი

თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თანხის გაგზავნა დაგჭირდა, კრედო ბანკის საერთაშორისო გადარიცხვების სერვისი ყველაფერს გაგიმარტივებს. ისარგებლე მარტივი პროცესით და დაივიწყე რთული პროცედურები და მაღალი საკომისიოები.


რატომ კრედო ბანკის საერთაშორისო გადარიცხვის სერვისი?


  • სწრაფი გადარიცხვა - ადრესატი თანხას საშუალოდ 30 წუთში იღებს, მაქსიმალური ვადა კი 24 საათამდეა.
  • მინიმალური საკომისიო - ისარგებლე საერთაშორისო გადარიცხვით მინიმალური საკომისიოთი. საბოლოო ტარიფი დამოკიდებულია დანიშნულების ქვეყანასა და გადასარიცხი თანხის ოდენობაზე.
  • გლობალური წვდომა: შეგიძლია გადარიცხვა განახორციელო 50-ზე მეტ ქვეყანაში .


სერვისით სარგებლობის არხები


საერთაშორისო გადარიცხვის შესრულება შესაძლებელია:


როგორ გადავრიცხო ფული უცხოეთში?

თუ უკვე ხარ კრედო ბანკის მომხმარებელი, პროცესს სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. მიჰყევი ვიდეო ინსტრუქციას


გახსენი Mycredo მობაილ ბანკი, ოპერაციებიდან აირჩიე „საერთაშორისო გადარიცხვა“, შემდეგ სასურველი გადარიცხვის მეთოდი, შეავსე საჭირო ინფორმაცია და თანხა უკვე გზაშია. ადრესატი თანხას საშუალოდ 30 წუთში, მაქსიმუმ კი 24 საათზე ნაკლებ დროში მიიღებს.


თუ ჯერ არ გაქვს, გადმოწერე Mycredo მობაილ ბანკი App Store-დან ან Google Play-დან, მიყევი ვიდეოში მოცემულ ინსტრუქციას და გაიარე რეგისტრაცია მარტივად. ხუთ წუთში შეძლებ ფულის უცხოეთში გაგზავნას.

პირობები და ტარიფები

  • მინიმალური საკომისიო - ისარგებლე საერთაშორისო გადარიცხვებით და გადაიხადე ნაკლები. საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია დანიშნულების ქვეყანასა და გადასარიცხი თანხის ოდენობაზე
  • ფიზიკური პირიდან იურიდიულ პირზე:

- დღის ლიმიტი: 30 000 USD (ან ექვივალენტი გადასარიცხი თანხის ვალუტაში, მიმდინარე დღის ეროვნული ბანკის კურსით)

- თვის ლიმიტი: 100 000 USD (ან ექვივალენტი გადასარიცხი თანხის ვალუტაში, მიმდინარე დღის ეროვნული ბანკის კურსით)

  • გადარიცხვის შესრულების დრო: საშუალოდ 30 წუთი; მაქსიმალური ვადა- 24 საათამდე
  • პროდუქტზე მეტი ინფორმაციისთვის იხილე პირობები დეტალურად


როგორ გავაგზავნო ფული უცხოეთში თუ კრედო ბანკის მომხმარებელი არ ვარ?

გაიარე მარტივი რეგისტრაცია Mycredo ინტერნეტ და მობაილ აპლიკაციით და გადარიცხე მაშინვე. ხოლო თუ კლიენტთა მრჩეველთან პირდაპირ გასაუბრება გირჩევნია, შეგიძლია კრედო ბანკის სერვისცენტრს ეწვიო.

დაგვიკავშირდი