კრედო ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ საბარათე გადახდები კომფორტულად და უსაფრთხოდ სმარტფონის დახმარებით სასურველ ობიექტებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში.

ახალი ციფრული შესაძლებლობები საშუალებას გაძლევთ დაამატოთ კრედო ბანკის ნებისმიერი Mastercard ბარათი Google Pay-ზე და კიდევ უფრო კომფორტული გახადოთ შოპინგის პროცესი.

უსაფრთხოება და კონფიდენციალობა არის ის, რაც კრედო ბანკსა და Google Pay-ს აერთიანებს.

მართე ფინანსები მარტივად და აღმოაჩინე განსაკუთრებული შეთავაზებები.

Google pay-ით გადახდები შესაძლებელია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ Android მოწყობილობებით - ინტერნეტ ბრაუზერით, აპლიკაციით თუ ინტერნეტის საშუალებით.