დაიწყე განვადებით გაყიდვა, შესთავაზე მომხმარებლებს სასურველი ნივთების შეძენა, გახადე შენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი და განავითარე ბიზნესი კრედო ბანკთან ერთად.
მეტი შესაძლებლობა შენი ბიზნესისთვის
კრედო ბანკთან პარტნიორობით შეგიძლია მომხმარებლებს გადახდის უფრო მოქნილი შესაძლებლობა შესთავაზო და შენი ბიზნესისთვის გაყიდვების ახალი გზა გახსნა.
- განვადება 100 ლარიდან
მიეცი მომხმარებლებს შესაძლებლობა, სასურველი ნივთები განვადებით შეიძინონ და შენს პროდუქციაზე არჩევანი უფრო მარტივად გააკეთონ
- უფასო ონლაინ მაღაზია
ისარგებლე უფასო ონლაინ მაღაზიით, განათავსე შენი პროდუქცია ონლაინ და შექმენი მომხმარებლებთან დაკავშირების დამატებითი შესაძლებლობა
- მეტი შესაძლებლობა გაყიდვებისთვის
განვადებით გადახდის შეთავაზება დაგეხმარება, მომხმარებლებს შეძენის დამატებითი გზა შესთავაზო და გაზარდო გაყიდვების პოტენციალი
დაიწყე პარტნიორობა 3 მარტივი ნაბიჯით
1. შეავსე განაცხადი
მიუთითე საჭირო ინფორმაცია შენი ბიზნესის შესახებ და გამოხატე პარტნიორობის სურვილი
2. მიიღე უფასო კონსულტაცია
კრედო ბანკის წარმომადგენელი გაგაცნობს პარტნიორობის პირობებს და მოგაწვდის საჭირო ინფორმაციას
3. დაიწყე განვადებით გაყიდვა
პარტნიორობის გაფორმების შემდეგ შესთავაზე მომხმარებლებს სასურველი ნივთების განვადებით შეძენა
Merchants.credo.ge კრედო ბანკის უნიკალური პლატფორმაა, სადაც ვებ-გვერდის გარეშე, სრულიად უფასოდ შეგიძლია - ატვირთო გასაყიდი პროდუქციის ფოტოები და ინფორმაცია, დააკოპირო პროდუქტის ბმული, რომელსაც გაუზიარებ მომხმარებელს, რათა კრედო ბანკის ონლაინ განვადებით მოახდინოს შეძენა, შენ კი ღირებულება სრულად ანგარიშზე აგესახება.
ისარგებლე კრედო ბანკის ინოვაციური შესაძლებლობებით, გაზარდე გაყიდვები და გაიმარტივე პროცესები, ჩვენთან ერთად!