მიიღე, გააგზავნე და გაანაღდე საერთაშორისო გზავნილები მარტივად, ნებისმიერ დროს, სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე. თანხის კონვერტაციისას კი ისარგებლე სპეციალური კურსით.
რატომ უნდა ისარგებლო საერთაშორისო გზავნილებით Mycredo-ში?
- სპეციალური გაცვლითი კურსი
გაანაღდე საერთაშორისო გზავნილები Mycredo-ში და თანხის კონვერტაციისას ისარგებლე სპეციალური კურსით.
- ყველაფერი ერთ სივრცეში
დაზოგე დრო - მიიღე, გააგზავნე და გაანაღდე საერთაშორისო გზავნილები Mycredo-დან, 24/7, სერვისცენტრში მისვლის გარეშე.
- Ria-ს გზავნილები კოდის გარეშე
მიიღე Ria-ს გზავნილი პირდაპირ კრედო ბანკის ანგარიშზე, დამატებითი კოდის შეყვანის გარეშე. თანხა ანგარიშზე წუთებში აისახება.
როგორ მივიღო საერთაშორისო გზავნილი?
საერთაშორისო გზავნილის მიღება სხვადასხვა სისტემით შეგიძლია. პროცესი მარტივია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სისტემით გიგზავნიან თანხას.
Ria - მიიღე გზავნილი კოდის გარეშე
Ria-ს საშუალებით თანხის მიღება პირდაპირ კრედო ბანკის ანგარიშზე შეგიძლია, გზავნილის კოდის შეყვანის გარეშე.
რას გთავაზობს Ria?
- თანხის მიღებას 150-ზე მეტი ქვეყნიდან
- გზავნილის მიღებას აშშ დოლარში, ევროში ან ლარში
- თანხის ანგარიშზე ჩარიცხვას რამდენიმე წუთში
- 24/7 ხელმისაწვდომობას
- პირდაპირ ანგარიშზე ჩარიცხვას, დამატებითი კოდის შეყვანის გარეშე
თანხის ჩარიცხვის შემდეგ შეგიძლია ისარგებლო Mycredo-თი და საჭიროების შემთხვევაში გაანაღდო გზავნილი სპეციალური კურსით.
სხვა საერთაშორისო გზავნილები - მიღება კოდით
თუ თანხას Western Union-ის, MoneyGram-ის, Intel Express-ის ან Rico Gram-ის საშუალებით იღებ, გზავნილის მისაღებად შესაბამისი კოდის მითითება დაგჭირდება.
როგორ მივიღო საერთაშორისო გზავნილი Mycredo-ში?
- გახსენი Mycredo და გადადი ,,ოპერაციებში"
- აირჩიე „გზავნილები", შემდეგ კი - „მიღება"
- მონიშნე შესაბამისი საერთაშორისო გზავნილის სისტემა
- შეიყვანე გზავნილის კოდი და მისაღები თანხა
- მონაცემების დამუშავების შემდეგ თანხა პირდაპირ შენს ანგარიშზე აისახება
როგორ გავანაღდო საერთაშორისო გზავნილი?
გაანაღდე თანხა შენთვის მოსახერხებელი გზით, საერთაშორისო გზავნილის განაღდება სერვისცენტრში მისვლის გარეშეც შეგიძლია -აირჩიე შენთვის მოსახერხებელი გზა:
- Mycredo ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან
გაანაღდე თანხა ონლაინ, 24/7, სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე და ვალუტის კონვერტაციისას, ისარგებლე სპეციალური კურსით.
- სატელეფონო ცენტრის დახმარებით
გზავნილის გასანაღდებლად დაუკავშირდი კრედო ბანკის სატელეფონო ცენტრს ნომერზე *4242.
- კრედო ბანკის სერვისცენტრიდან
სურვილის შემთხვევაში, გზავნილის განაღდება კრედო ბანკის სერვისცენტრის სალაროდანაც შეგიძლია.
- თანხის ნაღდი ფულით გამოტანა
ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ნაღდი ფულით მიღება კრედო ბანკის ბარათით შეგიძლია: კრედო ბანკის, თიბისისა და ხალიკ ბანკის ბანკომატებიდან, შესაბამისი საბარათე პირობების გათვალისწინებით.
გაანაღდე გზავნილი Mycredo-ში
სპეციალური კურსი საერთაშორისო გზავნილებზე
ისარგებლე სპეციალური კურსით Mycredo-ში
თუ საერთაშორისო გზავნილი უცხოურ ვალუტაში მიიღე, თანხა კი ლარში გჭირდება - Mycredo-ში შეგიძლია ისარგებლო სპეციალური გაცვლითი კურსით და თანხა სასურველ ვალუტაში დააკონვერტირო.
რას ნიშნავს სპეციალური კურსი?
ეს არის გზავნილთან დაკავშირებული ვალუტის კონვერტაციისთვის მოქმედი კურსი, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ბანკის სტანდარტული გაცვლითი კურსისგან.
მაგალითად:
თუ საერთაშორისო გზავნილით 1 000 აშშ დოლარი მიიღე და თანხის ლარში გადაცვლა გსურს, Mycredo-ში შეგიძლია გადაამოწმო ამ ოპერაციისთვის მოქმედი სპეციალური კურსი და კონვერტაციამდე ნახო, რა თანხას მიიღებ ლარში.
ამგვარად, სასურველ ოპერაციას ონლაინ შეასრულებ, სერვისცენტრში მისვლის გარეშე.
როგორ გავაგზავნო თანხა საზღვარგარეთ?
საერთაშორისო გადარიცხვები Mycredo-დან
გააგზავნე თანხა საზღვარგარეთ 50-ზე მეტ ქვეყანაში, აშშ დოლარში ან ევროში, პირდაპირ Mycredo-დან.
ამისთვის:
- გახსენი Mycredo მობაილ ბანკი და გადადი „ოპერაციებში"
- აირჩიე „საერთაშორისო გადარიცხვა" და გადარიცხვის სასურველი მეთოდი
- შეიყვანე მიმღების საჭირო მონაცემები
- გადაამოწმე ინფორმაცია და დაადასტურე გადარიცხვა
საერთაშორისო გზავნილები მარტივად, Mycredo-თი
დაზოგე დრო და ისარგებლე საერთაშორისო გზავნილებით ნებისმიერ დროს.
გადმოწერე Mycredo, გაიარე რეგისტრაცია ონლაინ და მიიღე, გააგზავნე ან გაანაღდე თანხა ერთ აპლიკაციაში, 24/7.