ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

განვადებით გაყიდვის შესაძლებლობა ფიზიკური პირებისთვის

ყიდი პროდუქტს ან მომსახურებას? შესთავაზე მყიდველს თანხის დროში გადანაწილება.

განვადებით გაყიდვის შესაძლებლობა ფიზიკური პირებისთვის

ყიდი ნივთს, პროდუქტს ან მომსახურებას და მყიდველს თანხის ერთიანად გადახდა არ სურს?


Keepz QR ტერმინალისა და კრედო ბანკის და-ყა-ვი ფუნქციის საშუალებით შეგიძლია მყიდველს შენაძენის ღირებულების დროში გადანაწილება შესთავაზო - მაშინაც კი, თუ ფიზიკური პირი ხარ.


მყიდველი თანხას მისთვის სასურველ ვადაზე ანაწილებს, შენ კი სრულ თანხას დაუყოვნებლივ იღებ მითითებულ ანგარიშზე.



ჩამოტვირთე Keepz



როგორ მუშაობს?


Keepz QR არის ციფრული გადახდის საშუალება, რომელიც მომხმარებლისგან თანხის QR კოდის საშუალებით მიღების შესაძლებლობას გაძლევს.


შენ ქმნი შენს Keepz QR-ს, მყიდველი ასკანერებს მას და გადახდის მეთოდებიდან ირჩევს მისთვის სასურველ ვარიანტს.


თუ მყიდველს თანხის ერთიანად გადახდა არ სურს, შეუძლია აირჩიოს კრედო ბანკის და-ყა-ვი ფუნქცია და შენაძენის ღირებულება დროში გადაანაწილოს.


შენ კი პროდუქტის ან მომსახურების სრულ ღირებულებას ანგარიშზე იღებ.



რას გაძლევს და-ყა-ვი-თ გადახდის მიღება?


  • მეტი არჩევანი მყიდველისთვის

მყიდველს შეუძლია შენაძენის ღირებულება ერთიანად გადახდის ნაცვლად მისთვის სასურველ ვადაზე გადაანაწილოს

  • შენ სრულ თანხას იღებ

მყიდველის მიერ თანხის გადანაწილების მიუხედავად, შენ სრულ თანხას დაუყოვნებლივ იღებ ანგარიშზე

  • ყველაფერი ერთი Keepz QR-ით

გადახდის მისაღებად დამატებითი მოწყობილობა არ გჭირდება - მომხმარებელი გადახდას Keepz QR-ის საშუალებით ახორციელებს



როგორ შესთავაზო მყიდველს თანხის გადანაწილება?


1. ჩამოტვირთე Keepz აპლიკაცია

2. გაიარე რეგისტრაცია

3. მიაბი Keepz-ის აპლიკაციას ნებისმიერი ბანკის ანგარიში

4. დაიწყე QR-ით გადახდების მიღება


რეგისტრაციის შემდეგ ავტომატურად გენიჭება 3 000-ლარიანი ბრუნვის ლიმიტი.


და-ყა-ვი-თ გადახდების მისაღებად და Keepz-ის ბრუნვის ლიმიტის 50 000 ლარამდე გასაზრდელად გაიარე დამატებითი ვერიფიკაცია, რაც მოგცემს შესაძლებლობას, მყიდველს უკვე კრედო ბანკის და-ყა-ვი ფუნქციაც შესთავაზო.


*დახმარებისთვის, დაუკავშირდი Keepz-ის ცხელ ხაზს: 591 050002



ჩამოტვირთე Keepz



როგორ იხდის მყიდველი?


თუ მომხმარებელს უკვე აქვს შესაბამისი ლიმიტი

1. ასკანერებს შენს Keepz QR-ს

2. გადახდის მეთოდად ირჩევს და-ყა-ვი-ს

3. ირჩევს თანხის გადანაწილების პერიოდს

4. ადასტურებს გადახდას



თუ მომხმარებელს ლიმიტი არ აქვს

Keepz-ის საშუალებით მას შეუძლია გაიაროს შესაბამისი პროცესი და შემდეგ განახორციელოს გადახდა.


მოითხოვე ლიმიტი



დაგვიკავშირდი