ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

საბავშვო ანაბარი

შენი შვილის უზრუნველყოფილი მომავალი აქ იწყება!

საბავშვო ანაბარი

შეუქმენი შვილს მყარი საფუძველი - დაიწყე თანხის დაგროვება დღესვე, მისი სამომავლო წარმატებისთვის!


რედო ბანკის საბავშვო ანაბარი გრძელვადიანი ინვესტიციაა, რომელიც წლების განმავლობაში შენს შვილთან ერთად იზრდება.


დაიწყე დაგროვება ბავშვისთვის დღესვე, პატარა ნაბიჯებით. როდესაც ზრდასრული გახდება და დამოუკიდებლად ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს გადადგამს, ანაბარზე უკვე სოლიდური თანხა ექნება. 


რატომ კრედო ბანკის საბავშვო ანაბარი?


  • დაიწყე მცირედით: ანაბრის გასახსნელად გჭირდება მხოლოდ 50 ლარი, დოლარი ან ევრო. 
  • შეუზღუდავი დაგროვება: არ გაქვს თვიური ლიმიტი. ანაბარს ნებისმიერ დროს შეგიძლია დაამატო თანხა. ხოლო თუ ვერ ამატებ, დაგროვების პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება და სარგებელიც ჩვეულებრივ დაგერიცხება.
  • გარანტირებული სარგებელი: ცხოვრებაში გეგმები იცვლება, თუ თანხის გამოტანა ვადაზე ადრე დაგჭირდა - ყოველ სრულ წელზე აიღებ შესაბამის დარიცხულ პროცენტს.
  • მაქსიმალური უსაფრთხოება: თანხის გატანა ან ანაბრის შეწყვეტა შესაძლებელია ორივე მშობლის თანხმობის საფუძველზე, რაც გამორიცხავს, არამიზნობრიობრივ გამოყენებას და იცავს ბავშვის ინტერესებს.

პირობები

გაეცანი დეტალურ პირობებს, გამოთვალე სავარაუდო სარგებელი და გახსენი ანაბარი ბავშვისთვის დღესვე:


  • ანაბრის ვადა: მინიმუმ 2 წელი, მაქსიმუმ 18 წლამდე (ბავშვის სრულწლოვანებამდე)
  • ანაბრის ვალუტა: GEL/USD/EUR
  • ანაბრის გახსნისთვის საჭირო მინიმალური თანხა: 50 GEL/USD/EUR
  • შენატანის მინიმალური/მაქსიმალური ოდენობა: შეუზღუდავი
  • ვადამდე დარღვევის პირობა: ანაბარს ერიცხება სრული საპროცენტო სარგებელი ყოველ შესრულებულ წელზე
  • ანაბრის შეწყვეტა: მხოლოდ ორივე მშობლის თანხმობით
  • მეტი ინფორმაციისთვის იხილე: ხელშეკრულების პირობები


*2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge

როგორ გავხსნა საბავშვო ანაბარი?

კრედო ბანკი ანაბრის გასახსნელად რამდენიმე გზას გთავაზობთ:


  • Mycredo ინტერნეტ და მობაილ ბანკში: გახსენი ანაბარი დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად, Mycredo აპლიკაციით.
  • სერვისცენტრში: გვეწვიე კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, სადაც ჩვენი თანამშრომლები დეტალურად გაგაცნობენ პირობებს და დაგეხმარებიან პროცესის გავლაში.
  • სატელეფონო ცენტრის დახმარებით: დაგვიკავშირდი ნომერზე *4242 და ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარება.

რა სარგებელს მივიღებ საბავშვო ანაბარზე?

რა ასაკიდან იხსნება საბავშვო ანაბარი?

ანაბრის გახსნა შესაძლებელია ბავშვის დაბადებისთანავე. რაც უფრო ადრე დაიწყებ, მით მეტი დრო ექნება თანხას გასაზრდელად დარიცხული სარგებლის ხარჯზე. ანაბრის გახსნა ნებისმიერ დროს, მოზარდის 16 წლის შესრულებამდეა შესაძლებელი.

დაინტერესდი?