საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში.

ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში.
Company Logo

Mycredo Business - ინტერნეტ და მობაილ ბანკი

ბიზნეს ინტერნეტ და მობაილ ბანკი - Mycredo Business იურიდიული პირებისთვის, საშუალებას გაძლევთ მართოთ ბიზნესის საბანკო ოპერაციები ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, 24/7-ზე.

ბიზნეს მობაილ ბანკის აპლიკაცია მაქსიმალურად ერგება თქვენს საჭიროებებს მაშინაც კი, თუ მობილური ინტერნეტი ამოგეწურათ. მრავალფეროვანი ფუნქციების დახმარებით, გთავაზობთ ნებისმიერი ადგილიდან განახორციელოთ თქვენს ბიზნესთან დაკავშირებული ოპერაციები:


  • გაიაროთ მარტივი ავტორიზაცია
  • იხილოთ აქტიური პროდუქტების ჩამონათვალი
  • მართოთ და აკონტროლოთ ტრანზაქციები
  • დაადასტუროთ ხელმოსაწერი გადარიცხვები და გადახდები
  • შექმნათ შაბლონები
  • განახორციელოთ ფულადი ოპერაციები:
  • გადარიცხოთ საკუთარ ანგარიშებს შორის
  • გადარიცხოთ მესამე პირთან
  • გადარიცხოთ ბიუჯეტში
  • დააკონვერტიროთ თანხა საუკეთესო კურსით
  • გადაიხადოთ კომუნალურები
  • შეავსოთ მობილური ბალანსი
  • გახსნათ ანაბარი
  • გახსნათ დამატებითი მიმდინარე ანგარიში
  • აითვისოთ საკრედიტო ხაზის ლიმიტი
  • დაფაროთ საკრედიტო ხაზის ლიმიტი


თუ რეგისტრირებული ხართ ბიზნეს ინტერნეტ ბანკზე, მობაილ ბანკით სარგებლობისთვის ჩამოტვირთეთ აპლიკაცია და გაიარეთ ავტორიზაცია ბიზნეს ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელით და პაროლით.


ამასთან, თუ თქვენ ხართ რეგისტრირებული ფიზიკური პირების ინტერნეტ და მობაილ ბანკზე - www.mycredo.ge, შეძლებთ ისარგებლოთ ერთიანი ავტორიზაციის (single sign-on) მეთოდით, რაც გულისხმობს მომხმარებლის ყველა ანგარიშზე - კომპანიაზე (რომელზეც მომხმარებელი არის უფლებამოსილი) წვდომას ფიზიკური პირების ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელით და პაროლით.


თუ ჯერ არ ხართ რეგისტრირებული ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილ ბანკზე, ახალ ბიზნეს ინტერნეტ და მობაილ ბანკზე რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიოთ კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს.

გამოყენების ინსტრუქცია
  • თუ უკვე გაქვთ ფიზიკური პირების აქტიური ანგარიში ინტერნეტ ბანკში Mycredo, ავტორიზაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი სახელი და პაროლი.
  • თუ გაქვთ Mycredo-ს ანგარიში და არ გახსოვთ მომხმარებლის მონაცემები - შეგიძლიათ აღადგინოთ იგი კრედო ბანკის ქოლ ცენტრის საშუალებით *4242 ან ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან.
  • თუ არ გაქვთ აქტიური Mycredo ინტერნეტ ბანკი (ფიზიკური პირებისთვის) - გაიარეთ რეგისტრაცია ონლაინ, ან გვეწვიეთ სასურველ სერვისცენტრში.
  • სურვილის შემთხვევაში, ბიზნეს ინტერნეტ და მობაილ ბანკზე წვდომისთვის შეგიძლიათ დაირეგისტრიროთ ცალკე მომხმარებლის სახელი და პაროლი.
ბიზნეს ინტერნეტ ბანკის შესაძლებლობები

ბიზნეს ინტერნეტ ბანკის www.business.mycredo.ge ვებ ვერსიიდან თქვენ შეგიძლიათ :


  • იხილოთ აქტიური პროდუქტები და თვალი ადევნოთ თქვენი კომპანიის ფინანსებს
  • მართოთ და აკონტროლოთ ტრანზაქციები
  • მიიღოთ საბუღალტრო პროგრამებთან თავსებადი სხვადასხვა ფორმატის ამონაწერები სასურველი ანგარიშისა და პერიოდის ჭრილში
  • შექმნათ გადარიცხვისა და გადახდის შაბლონები
  • დააკონვერტიროთ თანხა საუკეთესო კურსით
  • განახორციელოთ ფულადი ოპერაციები:
  • გადარიცხოთ საკუთარ ანგარიშებს შორის
  • გადარიცხოთ მესამე პირთან როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში
  • გადარიცხოთ ბიუჯეტში
  • გადაიხადოთ კომუნალურები
  • შეავსოთ მობილური ბალანსი
  • გადარიცხოთ ხელფასი ყველა ქართულ ბანკში მარტივად, ყველა გადარიცხვის ერთი ფაილის ატვირთვით
  • შექმნათ რეგულარული გადარიცხვების დავალებები
  • განახორციელოთ გადარიცხვები მომავლის თარიღით
  • გახსნათ ანაბარი
  • გახსნათ დამატებითი მიმდინარე ანგარიში
  • აითვისოთ საკრედიტო ხაზის ლიმიტი
  • დაფაროთ საკრედიტო ხაზის ლიმიტი
  • სრულად ციფრულად მოიწვიოთ დამატებითი მომხმარებლები თქვენთვის სასურველი როლითა და უფლებებით, რათა საკუთარი მომხმარებლის სახელით და პაროლით შეძლონ ბიზნეს ინტერნეტბანკის გამოყენება, თქვენს მიერ მინიჭებული როლით
  • მართოთ დამატებითი მომხმარებლების როლები, ხელმოწერის დონეები და ფინანსური ოპერაციების დღიური ლიმიტები
  • ერთი და იგივე მომხმარებლის სახელითა და პაროლით გქონდეთ წვდომა რამდენიმე კომპანიის ანგარიშზე
  • სასურველ კომპანიაზე გადართვა შეგიძლიათ როგორც ავტორიზაციისას, ასევე პარამეტრების მენიუდან.

კონტაქტი

რ. თაბუკაშვილის ქ. #27, თბილისი

ორშ-პარ, 10:00 - 17:30

+995 322 42 42 42

info@credo.ge