Business.mycredo.ge - ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის
Business.mycredo.ge - ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის, საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ სასურველი საბანკო ოპერაციები უმარტივესად, ნებისმიერ დროს (24/7) ნებისმიერი ადგილიდან, უკვე ინტერნეტის გარეშე!
ბიზნეს ინტერნეტ ბანკში თქვენ შეძლებთ:
- გაიაროთ მარტივი ავტორიზაცია
- იხილოთ აქტიური პროდუქტები
- მართოთ და აკონტროლოთ ტრანზაქციები
- შექმნათ შაბლონები
- დამატოთ დამატებითი მომხმარებლები და მართოთ როლები/ხელმოწერები;
- განახორციელოთ ფულადი ოპერაციები:
- გადარიცხვა საკუთარ ანგარიშებს შორის
- გადარიცხვა მესამე პირთან
- საბიუჯეტო გადარიცხვები
- თანხის კონვერტაცია
- კომუნალური გადახდები
იმისთვის, რომ ახალ ინტერნეტ ბანკში www.Mycredo.ge/business გაიაროთ ავტორიზაცია, საჭიროა რეგისტრირებული იყოთ ფიზიკური პირების ინტერნეტ ბანკში www.mycredo.ge. თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ერთიანი ავტორიზაციის (single sign-on) მეთოდით, რაც გულისხმობს მომხმარებლის ყველა ანგარიშზე (რომელზეც მომხმარებელი არის უფლებამოსილი) ავტორიზაციას შეძლებთ ფიზიკური
პირების ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის მეშვეობით. შესაბამისად:
- თუ გაქვთ ფიზიკური პირების აქტიური ანგარიში ინტერნეტ ბანკში Mycredo - ავტორიზაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი სახელი და პაროლი.
- თუ გაქვთ Mycredo-ს ანგარიში და არ გახსოვთ მომხმარებლის მონაცემები - შეგიძლიათ აღადგინოთ იგი კრედო ბანკის ქოლ ცენტრის საშუალებით *4242 ან ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან.
- თუ არ გაქვთ აქტიური Mycredo ინტერნეტ ბანკი (ფიზიკური პირებისთვის) - გაიარეთ რეგისტრაცია ონლაინ ან გვეწვიეთ სასურველ სერვისცენტრში.