ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

შეღავათიანი აგროკრედიტი

განავითარე აგრო საქმიანობა კომფორტული, შენზე მორგებული პირობებით.

შეღავათიანი აგროკრედიტი

მარტივად მიიღე სუბსიდირებული აგრო სესხი და განავითარე შენი მეურნეობა!


კრედო ბანკის შეღავათიანი აგრო კრედიტი გაძლევს შესაძლებლობას სახელმწიფოს თანადაფინანსების დახმარებით შეიძინო ახალი ტექნიკა, გააფართოვო აგროწარმოება თუ დანერგო თანამედროვე სისტემები.


რა არის შეღავათიანი აგრო კრედიტი?


შეღავათიანი აგრო კრედიტი არ არის სტანდარტული სოფლის მეურნეობის სესხი. ეს არის სახელმწიფოს და ბანკის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგელებშიც ბანკი გასცემს სესხს, ხოლო საპროცენტო განაკვეთის დიდ ნაწილს ფარავს სახელმწიფო („სოფლის განვითარების სააგენტო“).


რატომ უნდა აიღო შეღავათიანი აგროკრედიტი კრედო ბანკში?


  • სოფლის განვითარების სააგენტოს სესხი: აგრო სესხის პროცენტის მნიშვნელოვან ნაწილს სოფლის განვითარების სააგენტო აფინანსებს, რაც ნიშნავს, რომ შენი თვიური გადასახადი სამომავლოდ ბევრად უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე სტანდარტული აგრო სესხის პირობებში.
  • გადახდა სეზონური გრაფიკით: კრედო ბანკი საშუალებას გაძლევს გრაფიკი შენს მოსავალს მოარგო - გადაიხდი იმ განრიგით, როგორც შენი მეურნეობის მიხედვით ოპტიმალური იქნება.


რა შეგიძლია დააფინანსო შეღავათიანი აგროკრედიტით?


შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამა ფარავს თითქმის ყველა მიმართულებას, რომლის საჭიროებაც შეიძლება გაჩნდეს თანამედროვე მეურნეობაში. შეგიძლია განავითარო როგორც სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება, ისე გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესები.

პროგრამის ფარგლებში აღებული აგრო სესხით შეგიძლია:


  • განაახლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა: ტრაქტორი, კომბაინი, გუთანი, ფარცხა, სათესი, სასუქის შემტანი და სხვ.
  • ააშენო თუ გაარემონტო მეცხოველეობის თუ მეფრინველეობის ფერმა
  • ააშენო სათბურები
  • აწარმოო დახურული გრუნტი
  • მოაწყო სამაცივრე მეურნეობა ან პროდუქციის შესანახი საწყობები
  • დარგო და განავითარო მრავალწლოვანი კულტურები.

შეღავათიანი აგრო კრედიტის პირობები

გაეცანი შეღავათიანი აგრო კრედიტის პირობებს და შესაბამისად დაგეგმე შემდეგი ქმედება. ამავე ვებგვერდზე მოცემული აგრო სესხის კალკულატორი დაგეხმარება გადაწყვიტო შენთვის ოპტიმალური სესხის საერთო რაოდენობა და ოპტიმალური გადახდის გრაფიკი:


  • სესხის თანხა: 7 000-დან 600 000 ლარამდე
  • სესხის ვადა: 120 თვემდე
  • წლიური საპროცენტო განაკვეთი: 14.5%-დან
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 15.56%-დან
  • გაცემის საკომისიო: 0.2%-დან
  • გადახდის გრაფიკი: სეზონური ან სტანდარტული


მეტი ინფორმაციისთვის იხილე ხელშეკრულების პირობები

როგორ ავიღო შეღავათიანი აგრო კრედიტი?

კრედო ბანკში შეღავათიან აგრო სესხზე განაცხადის შევსება მარტივია. კრედო ბანკი რამდენიმე გზას გთავაზობთ, შენ კი უბრალოდ ყველაზე კომფორტული უნდა აირჩიო:


  • Mycredo აპლიკაციით: მოითხოვე სესხი ინტერნეტ და მობაილბანკში შენი სმარტფონიდან
  • სერვისცენტრებში: ეწვიე კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და აგრო კონსული სიღრმისეულ კონსულტაციას გაგიწევს
  • ონლაინ ჩატით: დაუკავშირდი ოპერატორს ვებგვერდიდან მყისიერი პასუხის მისაღებად
  • სატელეფონო ცენტრის დახმარებით: დარეკე ნომერზე *4242 და მიიღე სრული ინფორმაცია
  • ონლაინ, ჩვენს ვებგვერდზე: შეავსე განაცხადი პირდაპირ ამ გვერდიდან სისწრაფისთვის

ვის შეუძლია აიღოს შეღავათიანი აგრო კრედიტი?

სესხით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში, გადამუშავებაში ან შენახვა-რეალიზაციაში.

FAQ

რა დოკუმენტებია საჭირო განაცხადისთვის? 


აგროკრედიტის მისაღებად დაგჭირდება პირადობის მოწმობა და ინფორმაცია შენი აგრო-საქმიანობის შესახებ (მაგალითად, მიწის ამონაწერი ან იჯარის ხელშეკრულება). დამატებითი დოკუმენტაცია დამოკიდებულია შენს კონკრეტულ განაცხადზე. ზუსტ ჩამონათვალს ჩვენი აგრო კონსული შენი განაცხადის განხილვის შემდეგ გაგაცნობს. 


რა არის პროცენტის სუბსიდირება?


სუბსიდირება ნიშნავს, რომ ბანკის მიერ დაწესებული სტანდარტული აგრო სესხის საპროცენტო განაკვეთის ნაცვლად, შენ იხდი ნაკლებს. სხვაობას ბანკთან სახელმწიფო ფარავს.  


როგორ მუშაობს აგრო კრედიტის სეზონური გრაფიკი?


სეზონური გრაფიკის შემთხვევაში, სესხის დასაფარად იხდი არა ყოველთვიურ ფიქსირებულ თანხას, არამედ მცურავ ტარიფს. გრაფიკი დგება ინდივიდუალურად, შენი კულტურის ან საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით.

გამოთვალე და მოითხოვე