დაიცავი შენი სივრცე მოულოდნელობებისგან - დააზღვიე ქონება და იცხოვრე მშვიდად!
ხშირ შემთხვევაში, უძრავი ქონება ყველაზე დიდი შენაძენია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაიცვა შენი სახლი ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, როგორიცაა ხანძარი, წყლის გაჟონვა, სტიქიური მოვლენები თუ ქურდობა.
ალდაგის ქონების დაზღვევის პოლისი მარტივი და საიმედო ინსტრუმენტია, რომელიც დაგეხმარება თავი დაცულად იგრძნო და უბედური შემთხვევის დროს, ხარჯებს ნაკლები სტრესით გაუმკლავდე. კრედო ბანკი კი საშუალებას გაძლევს პოლისი ხელმისაწვდომ ფასად, განვადებით შეიძინო.
რატომ უნდა შეიძინო კრედო ბანკში ქონების დაზღვევა?
ჩვენთან შეგიძლიათ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის - ალდაგის ქონების დაზღვევის შეძენა. პოლისის პირობები მარტივი, გასაგები და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულია - შენ წყვეტ ზუსტად რისი დაცვა გჭირდება და რა ლიმიტით, ჩვენ კი შესაბამის პაკეტს გთავაზობთ.
- გასაგები და გამჭვირვალე პირობები: დაივიწყე რთული ტერმინოლოგია და გაუგებარი პირობები. პოლისში ნათლად, მარტივი ენით არის ახსნილი ყველა დეტალი.
- ყველა მთავარი რისკისგან დაცვა: არ აქვს მნიშვნელობა საცხოვრებელი ბინის დაზღვევა, კომერციული ფართის დაზღვევა თუ სულაც ბინაში განთავსებული მოძრავი ქონების დაზღვევა გსურს პოლისი ფარავს ყველა ძირითად რისკს, მათ შორის: ხანძარს, აფეთქებას, წყალდიდობას, ქურდობას, სტიქიურ მოვლენებს და მესამე პირების წინაშე წარმოქმნილ პასუხისმგებლობას.
- მოქნილი გადახდის პირობები: ჩვენ გვესმის, რომ ფინანსური დაგეგმვა მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, სადაზღვევო პაკეტის შეძენა შეგიძლია განვადებით, ხოლო გადახდისას ისარგებლებ მოქნილი გრაფიკით.
- სრულად გამჭვირვალე და სწრაფი პროცესი: გვეწვიე ნებისმიერ სერვისცენტრში და ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარება მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად შეიძინო შესაბამისი პაკეტი. ხოლო თუ დაზღვევის გამოყენება დაგჭირდება, ანაზღაურების მიღებას მარტივი პროცედურის საფუძველზე, ოპერატიულად შეძლებ.
რისი დაზღვევა შეგიძლია?
ალდაგის ქონების დაზღვევის პოლისის ფარგლებში შეგიძლია არა მარტო სახლის დაზღვევა, არამედ მასი ცალკეული შიდა ელემენტებისა და შიგნით განთავსებული ნივთებისაც:
- შენობა-ნაგებობა
- ბინა
- ოფისი
- საამქრო
- მანქანა-დანადგარი
- საწარმო ტექნოლოგიური ხაზები
- სამეურნეო ინვენტარი
- ელექტროტექნიკა
- საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- ავეჯი
- ინტერიერის საგნები
- მოპირკეთება
- ფანჯრის მინები
- სარკეები
- ვიტრინები
- პროდუქცია
- მარაგები
- სხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
როგორ შევიძინო კრედო ბანკში ქონების დაზღვევა?
ალდაგის ქონების დაზღვევის შეძენა შეგიძლია კრედო ბანკის სერვისცენტრებში.
პროდუქტზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გვეწვიე ნებისმიერ სერვისცენტრში და გაიარე კონსულტაცია ჩვენი გუნდის წევრთან.
ქონების დაზღვევის უპირატესობები
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველანაირი რისკი დაზღვეულია
- სადაზღვევო პაკეტები მორგებულია შენს საჭიროებებზე
- სადაზღვევო პაკეტის შეძენა შეგიძლია განვადებით
- ისარგებლებ გადახდის მოქნილი გრაფიკითა და საშეღავათო პერიოდებით
ქარდა ქონების დაზღვევისა, კრედო ბანკის დახმარებით, შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა ტიპის დაზღვევებიც.