ჩატი

შეღავათიანი აგროკრედიტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის - „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში კრედო ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლოთ იაფი აგროკრედიტით სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის ძირითადი და საბრუნავი საშუალებების საჭიროების დასაფინანსებლად.

პროექტის მიზანია, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინისა და სხვა), ასევე იმპლემენტების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანისა და სხვა) შეძენა/ რემონტი
  • მეფრინველეობის ფერმა
  • სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები/სამაცივრე მეურნეობა
  • მრავალწლოვანი კულტურები
  • ერთწლიანი კულტურები
  • ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

 

დეტალები იხილეთ - ბმულზე

პირობები
  • სესხის თანხა - 5,000 ₾-დან
  • სესხის ვადა - 120 თვემდე
  • საშეღავათო პერიოდი - 22 თვემდე
  • სეზონურ შემოსავლებზე მორგებული გადახდის გრაფიკი
უპირატესობები
  • უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი
  • შემოსავლების სეზონურობაზე მორგებული გადახდის გრაფიკი
  • სესხის აღების სწრაფი და მარტივი პროცედურა
  • სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა