ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

და-ყა-ვი

და-ყა-ვი და გადაიხადე შენს ტემპში.

და-ყა-ვი გადახდის წარმოუდგენლად მოქნილი შესაძლებლობაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია შეიძინო რაც გსურს იქნება ეს: ტექნიკა, ავეჯი, აგრო საშუალებები, საგანმანათლებლო კურსები, მოგზაურობა, ჯანმრთელობისა და სილამაზის სერვისები, ავტომობილის ნაწილები და სერვისი თუ მრავალი სხვა და გადაანაწილო გადასახადი 8 თვემდე, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.

 

პროცესის გასამარტივებლად, მოითხოვე და მიიღე განვადების ლიმიტი წინასწარ, გადაიხადე ზედმეტი პროცედურების გარეშე და გახსოვდეს, შენს მიერ აუთვისებელ ლიმიტს საკომისიო არ ერიცხება!

 ყურსასმენები ნარინჯისფერი 8 თვიანი განვადებით კრედო ბანკისგან

იშოპინგე პარტნიორ მაღაზიებში

ისარგებლე ,,და-ყა-ვი" ფუნქციონალის მოქნილი პირობებით! გადაიხადე საკომიოს გარეშე, 8 თვემდე დაყოფით ან აირჩიე სტანდარტული პირობით გადახდის შესაძლებლობა

არ გაქვს განვადების ლიმიტი?

მოითხოვე Mycredo-დან, მაღაზიაში განვადების ოფიცერთან ან კრედო ბანკის სერვისცენტრში

როგორ მიიღო განვადების ლიმიტი Mycredo აპლიკაციით?

1

გადმოწერე Mycredo აპლიკაცია

გახსენი ან გადმოწერე Mycredo აპლიკაცია

2

მარტივი ავტორიზაცია

გაიარე ავტორიზაცია ან მარტივი რეგისტრაცია, სახის ამომცნობი ფუნქციონალით

3

განვადების ლიმიტის მოთხოვნა

გადადი პროდუქტების ჩამონათვალში და აირჩიე ,,განვადების ლიმიტი"

4

დეტალების შევსება

შეავსე მოთხოვნილი ველები განაცხადის ფორმაში

5

დაადასტურეთ პირობები

დაეთანხმე საბანკო პროცედურებს

6

მიიღე ლიმიტი

დაელოდე, განაცხადის დაფიქსირებისთანავე, სისტემა ავტომატურად გიჩვენებს ლიმიტს

7

მყისიერი გააქტიურება

გააქტიურებას შეძლებ Mycredo-ს განაცხადებისა და შეთავაზებების განყოფილებაში

დაყავი Keepz-ით გადახდისას!

Keepz QR კოდის დასკანერებისას აირჩიე და-ყა-ვი თუ გამყიდველს Keepz არ აქვს, შეგიძლია ადგილზე, წამებში ჩამოატვირთვინო აპლიკაცია და გადაიხადო უმარტივესად.

keepz

FAQ

მოგზაურობა გადახდის დაყოფით

საოცნებო მოგზაურობისთვის თუ თანხა გჭირდება, კრედო ბანკი გაძლევს შესაძლებლობას უმარტივესად მიიღო დაფინანსება და აისრულო ოცნებები.


  • შეარჩიე პარტნიორი ტურისტული სააგენტო
  • დაგეგმე მოგზაურობის მიმართულება, თარიღები თუ განთავსების დეტალები
  • განვადებით სარგებლობისთვის შერჩეული ტურის შესაბამისი ინვოისი წარადგინე კრედო ბანკის სასურველ სერვისცენტში ან შეავსო განაცხადი ონლაინ - პორტალზე merchants.credo.ge

განვადების ლიმიტის პირობები

  • ლიმიტის მოცულობა: 12 000 ლარამდე
  • ლიმიტის ათვისება შესაძლებელია: მიღებიდან 12 თვის განმავლობაში
  • განვადების ლიმიტის ფარგლებში გაცემული განვადება: ეფექტური 0%-დან
  • ხელშეკრულების პირობები იხილე აქ

სტანდარტული განვადების პირობები

  • წლიური საპროცენტო განაკვეთი: 0%-დან
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 0.15%-იდან
  • სესხის თანხა: 50 ლარიდან - 12 000 ლარამდე
  • ვადა:3 თვიდან 48 თვემდე
  • სესხის გაცემის საკომისიო: 0% - დან
  • სესხის მონიტორინგის ჯამური საკომისიო: 0% - დან
  • დაზღვევის საკომისიო: 0% - დან
  • მიმდინარე ანგარიშის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო - 1 ლარი
  • დეტალურად იხილე აქ

ისარგებლე განვადების დამატებითი შესაძლებლობებით

მოარგე განვადების გადახდის პირობები შენს საჭიროებებს — როგორც „და-ყა-ვის“, ისე სტანდარტული განვადების შემთხვევაში შეგიძლია დაფარო თანხა ვადაზე ადრე, შეცვალო განვადების ვადა ან დაუბრუნდე რეკომენდებულ გადახდის გრაფიკს.

 


1. დაფარე განვადება ვადაზე ადრე

გსურს განვადების თანხის წინსწრებით დაფარვა?

შეგიძლია სრულად ან ნაწილობრივ დაფარო არსებული დავალიანება, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე.


  • სრული წინსწრებით დაფარვა

სრულად დაფარე განვადების დარჩენილი დავალიანება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე

  • ნაწილობრივი წინსწრებით დაფარვა

ყოველთვიური გადასახადის გარდა, შეგიძლია დამატებითი თანხაც შეიტანო და ამით შეამცირო განვადების დარჩენილი ძირითადი დავალიანება

  • სად არის ხელმისაწვდომი?

Mycredo-ში ან კრედო ბანკის სერვისცენტრში 



2. შეცვალე განვადების ვადა

გსურს ყოველთვიური შენატანის შემცირება?

შეგიძლია მოითხოვო განვადების ვადის გაზრდა და თანხა უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გადაანაწილო.


  • რა პირობებით შეგიძლია ვადის შეცვლა?

-განვადების ვადის გაზრდა შესაძლებელია 12 ან 24 თვემდე

-ახალი ვადა უნდა აღემატებოდეს მოქმედ ვადას

-თითოეულ განვადებაზე ვადის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ

-ვადის ცვლილების შემდეგ განისაზღვრება ახალი გადახდის გრაფიკი


მაგალითად:
თუ განვადების დარჩენილი მოქმედი ვადა 6 თვეა, შეგიძლია მოითხოვო მისი გაზრდა 12 ან 24 თვემდე. თუ ვადა 18 თვეა - მხოლოდ 24 თვემდე.
24-თვიანი ან უფრო ხანგრძლივი ვადის შემთხვევაში ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომი არ არის.


  • სად არის ხელმისაწვდომი?

Mycredo-ში ან კრედო ბანკის სერვისცენტრში.

 


3. დაუბრუნდი რეკომენდებულ გადახდის გრაფიკს

თუ შენი განვადება მინიმალური გადახდების გრაფიკზეა გადასული, შეგიძლია დაუბრუნდე რეკომენდებულ გადახდის გრაფიკს, იმ შემთხვევაში, თუ ვადის გახანგრძლივების შემდეგ მომდევნო გადახდა ჯერ არ განგიხორციელებია.

 

ამ შემთხვევაში აღდგება თავდაპირველად განსაზღვრული რეკომენდებული ყოველთვიური შენატანი, ხოლო დარჩენილი დავალიანების გათვალისწინებით შედგება განახლებული გადახდის გრაფიკი.


  • სად არის ხელმისაწვდომი?

რეკომენდებულ გადახდის გრაფიკზე დასაბრუნებლად მიმართე კრედო ბანკის სერვისცენტრს.