მიიღე დაფინანსება მარტივად და წამოიწყე საკუთარი ბიზნესი დღესვე!
ახალ ბიზნეს-იდეის რეალიზაციას ან არსებულის გაფართოებას უმეტესად დამატებითი ფინანსური რესურსიც სჭირდება. კრედო ბანკის სტარტაპ სესხი სწორედ ახალი და მცირე ბიზნესების თანადგომაზეა კონცენტრირებული.
მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სფეროში იწყებ საქმიანობას, იქნება ეს მომსახურება, ვაჭრობა, აგრო სექტორი, ტურიზმი თუ სხვა - კრედო ბანკში სტარტაპისთვის საჭირო დაფინანსებას მარტივად მიიღებ და ისარგებლებ პირობებით, რომლებიც შენი ბიზნესის სამომავლო შემოსავლებზეა მორგებული.
- გადახდის მოქნილი პირობები: ბიზნესს, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, შესაძლოა არ ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი. სტარტაპ სესხზე მოქმედებს გადახდის მოქნილი გრაფიკი, სამომავლოდ მისაღები შემოსავლების გათვალისწინებით.
- უნიკალური საშეღავათო პერიოდი: ახალი ბიზნესის ფეხზე დაყენებას დრო სჭირდება. კრედო ბანკის სტარტაპ სესხზე მოქმედებს საშეღავათო პერიოდი, რაც იძლევა შესაძლებლობას ბიზნესი მოგებაზე გავიდეს, დაფარვა კი შემდგომ დაიწყოთ. საშეღავათო პერიოდის ხანგრძლივობა ბიზნესის სპეციფიკაზეა დამოკიდებული - მაგალითად, ტურისტული საქმიანობის შემთხვევაში 23 თვემდეც კი გრძელდება, ხოლო, მომდევნო პერიოდში, წელიწადში 11 თვემდე.