ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

მიზნობრივი ანაბარი

დააგროვე თანხა, მიიღე მაღალი სარგებელი და მიწვდი მიზნებს უფრო მარტივად!

მიზნობრივი ანაბარი

დააგროვე თანხა მიზნობრივ ანაბარზე და მარტივად მიაღწიე ნებისმიერ მიზანს!


გინდა ბიზნესის დაწყება, სასურველი ნივთის შეძენა, მოგზაურობა თუ საქმიანობის განვითარება? გახსენი მიზნობრივი ანაბარი, პერიოდულად დაამატე შენთვის კომფორტული თანხა და მარტივად აქციე ოცნებები რეალობად.


გსურს პროცესის დაჩქარება?

გააქტიურე "ელექტრონული ყულაბა" – ავტომატური დაგროვების სერვისი, რომლითაც დანაზოგი შეუმჩნევლად და სწრაფად დაგიგროვდება!


დაინტერესდი?

გამოთვალე მისაღები სარგებლის სავარაუდო მოცულობა აქვე - ანაბრის კალკულატორში. დაიწყე თანხის საიმედოდ შენახვა და დაგროვება დღესვე და მიწვდი მიზნებს მარტივად!

პირობები

  • ანაბრის ვალუტა: ლარი, დოლარი, ევრო
  • მინიმალური შენატანი: 10 (ლარი, დოლარი, ევრო)
  • სავალდებულო ყოველთვიური შენატანი: არ მოითხოვება
  • ანაბრის ვადა: 3-24 თვე
  • სარგებლის გატანა: ვადის ბოლოს
  • ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაშიც კი ლარში გახსნილ ანაბარს ერიცხება სარგებელი: შესრულებული თვეების შესაბამის განაკვეთს მინუს 2% 
  • ხელშეკრულების პირობები: იხილეთ აქ


*02.06.2023 წლის ცვლილების საფუძველზე, ავტომატური განახლების შემთხვევაში, ანაბარზე გავრცელდება განახლების დღისთვის ბანკში მოქმედი საპროცენტო განაკვეთები და პირობები.


*2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge

პრდუქტით სარგებლობის ინსტრუქცია

ანაბრის გახსნა შეგიძლია მოითხოვო:


საპროცენტო სარგებელი



*მოცემული ტარიფები მოქმედებს მობაილ ბანკიდან ანაბრის გახსნის შემთხვევაში. 

ანაბრის სერვისცენტრში გახსნისას კი ისარგებლებთ ლარში (-0,20%), ხოლო დოლარსა და ევროში (-0,10%) სარგებლის პირობით.

დაინტერესდი?