ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

ვადიანი ანაბარი

შეინახე თანხა კრედო ბანკში, მიიღე მაღალი სარგებელი და მართე შენი ფინანსები უფრო ეფექტურად!

ვადიანი ანაბარი


დაიწყე ფულის დაზოგვა და შექმენი მყარი ფინანსური საფუძველი შენი მიზნებისთვის. კრედო ბანკის ვადიანი ანაბარი დაგეხმარება შენი დანაზოგი მაქსიმალურად ეფექტურად გაზარდო. ჩვენთან გახსნილი დეპოზიტი გაძლევს საშუალებას, უსაფრთხოდ შეინახო თანხა და ამავდროულად, მიიღო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი. დაიწყე დაგროვება დღეს და თვალი ადევნე, როგორ მუშაობს შენი ფული შენთვის.


რატომ კრედო ბანკის ვადიანი ანაბარი?


ჩვენი ვადიანი ანაბარი შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაგიმარტივდეს თანხის უსაფრთხოდ დაგროვება:

  • ანაბარი მაღალი პროცენტით: ჩვენ გთავაზობთ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც ინდივიდუალურად მოვარგებთ შენს საჭიროებებზე. კრედო ბანკის დახმარებით შენი დანაზოგი დროთა განმავლობაში მაქსიმალური სარგებლით დაგიბრუნდება და დაგეხმარება გრძელვადიანი ფინანსური მიზნების მიღწევაში.
  • შენს საჭიროებებზე მორგებული პირობები: თავად აირჩიე ანაბარი ლარში, დოლარსა თუ ევროში. ასევე, შეარჩიე შენთვის სასურველი ვადა 3-დან 24 თვემდე და გადაწყვიტე, როდის გსურს სარგებლის მიღება – ყოველთვიურად თუ ვადის ბოლოს.
  • სარგებელი ვადაზე ადრე გატანისასაც: ჩვენ გვესმის, რომ ცხოვრებაში გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდება. სწორედ ამიტომ, ლარში გახსნილი ანაბრის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, შენ არ კარგავ დარიცხულ პროცენტს სრულად – მიიღებ სარგებელს შესრულებული თვეების შესაბამისი განაკვეთით, რომელსაც მხოლოდ 1% დააკლდება.
  • ფულის უსაფრთხო შენახვის გარანტია: შენი ანაბარი დაზღვეულია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მიერ. ეს ნიშნავს, რომ შენი თანხა სრულად არის დაცული, რაც გაძლევს ფინანსური სიმშვიდისა და სტაბილურობის მყარ გარანტიას.

პირობები

  • ანაბრის ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი, ევრო
  • მინიმალური შენატანი: 100 ერთეული (შესაბამის ვალუტაში)
  • ანაბრის ვადა: 3 – 24 თვე
  • სარგებლის გატანა: ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს
  • ვადების დარღვევის ჯარიმა: ლარში გახსნილ ანაბარს ერიცხება შესრულებული თვეების შესაბამის განაკვეთი, 1% გამოკლებით
  • ხელშეკრულების პირობები: იხილეთ აქ


*23.08.2023 წლის ცვლილების საფუძველზე, ავტომატური განახლების შემთხვევაში, ანაბარზე გავრცელდება განახლების დღისთვის ბანკში მოქმედი საპროცენტო განაკვეთები და პირობები.


*2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.

როგორ გავხსნა ვადიანი ანაბარი?

კრედო ბანკში ანაბრის გახსნა მარტივი და კომფორტულია. აირჩიე შენთვის სასურველი გზა:

  • ონლაინ ანაბარი: გახსენი ანაბარი დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად, Mycredo ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.
  • სერვისცენტრებში: მობრძანდი კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, სადაც ჩვენი თანამშრომლები დეტალურად გაგაცნობენ პირობებს და დაგეხმარებიან პროცესის გავლაში.
  • სატელეფონო ცენტრის დახმარებით: დარეკე ნომერზე *4242 და მიიღე ამომწურავი კონსულტაცია ჩვენი ოპერატორებისგან.
  • ვიდეობანკის დახმარებით: გადადი ვიდეობანკის გვერდზე და გაესაუბრე ვიდეობანკირს, დაგვიკავშირდი ჩატით ან დაჯავშნე ზარი შენთვის სასურველ დროს.

როგორია ანაბრის საპროცენტო სარგებელი?

სარგებელი ვადის ბოლოს გატანით



სარგებელი ყოველთვიური გატანით



*მოცემული ტარიფები მოქმედებს მობაილ ბანკიდან ანაბრის გახსნის შემთხვევაში. 

ანაბრის სერვისცენტრში გახსნისას კი ისარგებლებთ ლარში (-0,20%), ხოლო დოლარსა და ევროში (-0,10%) სარგებლის პირობით.

FAQ: ხშირად დასმული კითხვები

  • შესაძლებელია თუ არა გახსნილ ვადიან ანაბარზე თანხის დამატება? 


ვადიანი ანაბრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე თანხის დამატება არ არის შესაძლებელი. თუ გსურს რეგულარულად შეავსო დანაზოგი, შეგიძლია ისარგებლო ჩვენი სხვა ტიპის, დაგროვებითი ანაბრით.


  • რა ხდება ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ? 


თუ შენ არ გაქვს ანაბრის დახურვის სურვილი, ვადის ამოწურვის შემდეგ ის ავტომატურად განახლდება იმავე ვადით, განახლების დღეს ბანკში მოქმედი სტანდარტული პირობებით.


  • რა არის პროცენტის კაპიტალიზაცია? 


პროცენტების კაპიტალიზაცია ნიშნავს დარიცხული სარგებლის ძირითად თანხაზე დამატებას, რის შემდეგაც პროცენტი ერიცხება უკვე გაზრდილ თანხას. ამჟამად კრედო ბანკის ვადიანი ანაბარი გთავაზობთ სარგებლის ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს გატანას, რაც იდეალურია რეგულარული შემოსავლის მისაღებად.


  • შემიძლია თუ არა ანაბრით უზრუნველყოფილი სესხით სარგებლობა? 


დიახ, კრედო ბანკის ერთ-ერთი უპირატესობაა ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია მიიღოსაჭირო თანხა ანაბრის გაუქმების გარეშე და ამავდროულად, განაგრძო საპროცენტო სარგებლის მიღება დეპოზიტზე.

დაინტერესდი?