ტურისტული საქმიანობით ხარ დაკავებული და შემოსავალს ამ სფეროდან იღებ? კრედო ბანკის ტურისტული სესხით შეგიძლია მიიღო 150 000 ლარამდე დაფინანსება შენი შემოსავლის საფუძველზე და გამოიყენო თანხა შენთვის სასურველი ნებისმიერი მიზნით.
ფლობ სასტუმროს, საოჯახო სასტუმროს, კოტეჯს ან სხვა ტურისტულ ობიექტს? ან შემოსავალს ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობიდან იღებ?
კრედო ბანკის ტურისტული სესხი შენთვისაა.
მიღებული თანხა შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი მიზნით - პირადი საჭიროებებისთვის, საცხოვრებლის განახლებისთვის, ბიზნესისთვის ან სხვა გეგმების განსახორციელებლად.
ტურისტული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან ერთად, სესხის განაცხადის განხილვისას სხვა ტიპის შემოსავლებიც გაითვალისწინება. თანხა შეგიძლია სასურველი მიზნით გამოიყენო, გადახდის გრაფიკი კი შენი საქმიანობის სეზონურობას მოარგო.
სესხის განხილვისას ტურისტული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან ერთად, სხვა შემოსავლებიც გაითვალისწინება, მათ შორის ხელფასი, ფულადი გზავნილები და ბიზნესიდან, აგრო საქმიანობიდან თუ თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავალი.
სესხის თანხა შეგიძლია გამოიყენო შენთვის სასურველი მიზნით - პირადი საჭიროებებისთვის, საცხოვრებლის განახლებისთვის, ბიზნესისთვის ან სხვა გეგმების განსახორციელებლად. შენ თავად წყვეტ, რისთვის გამოიყენებ დაფინანსებას.
ტურისტული საქმიანობიდან შემოსავალი ხშირად სეზონურია. ამიტომ შეგიძლია ისარგებლო მოქნილი გადახდის გრაფიკით და სესხის შენატანები შემოსავლების მიღების პერიოდებს მოარგო, რაც ფინანსური ვალდებულებების მართვას გაგიმარტივებს.
დეტალური ინფორმაცია
გამოთვალე სავარაუდო ყოველთვიური გადასახადი სასურველი თანხისა და ვადის მიხედვით.
ყოველთვიური შენატანი
129.99 ₾
კალკულატორში წარმოდგენილი ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთები მინიმალური სავარაუდო პირობებია. სესხის ზუსტი პირობები განისაზღვრება განაცხადის შევსებისა და დამტკიცების შემდეგ.
ტურისტული საქმიანობიდან გაქვს შემოსავალი? ისარგებლე დაფინანსებით და თანხა შენთვის სასურველი ნებისმიერი მიზნით გამოიყენე.
ხშირად დასმული კითხვები