ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

გამოიყენეთ თქვენი ახალი საკრედიტო ბარათი

კრედო ბანკის საკრედიტო ბარათის გამოყენებას შეძლებთ ყველგან, სადაც გადახდა შესაძლებელია VISA ბარათებით: სუპერ მარკეტებში, აფთიაქებში, ბენზინ გასამართ სადგურზე, ტექნიკის, ტანსაცმლის და ნებისმიერი სხვა ტიპის მაღაზიაში.

ასევე შესაძლებელია საკრედიტო ბარათით ნაღდი ფულის გამოტანა ბანკომატიდან. თანხის განაღდებისას ისარგებლეთ განსაკუთრებულად დაბალი საკომისიოთი. დამატებითი პირობების და ტარიფების შესახებ იხილეთ აქ

ბარათის გამოყენება შესაძლებელია იმდენჯერ, რამდენჯერაც გჭირდებათ, ბარათზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში.


პინკოდის განახლება:

პინ კოდის განახლება კრედო ბანკის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებითაა შესაძლებელი. პროცესი არის უსაფრთხო და სწრაფი:

  • მოათავსეთ ბარათი კრედო ბანკის ბანკომატში
  • აირჩიეთ ოფცია "პინ კოდის განახლება"
  • მიჰყევით ეკრანზე გამოსახულ ინსტრუქციას


ყოველთვიურად დასაფარი თანხა:

კრედო ბანკის საკრედიტო ბარათი გთავაზობთ მოქნილ და გამჭვირვალე სისტემას. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 55 დღემდე საშეღავათო პერიოდით. ამ შემთხვევაში, ბარათით ათვისებული თანხა სრულად უნდა დაფაროთ გადახდის დღეს და თქვენ არ დაგერიცხებათ საპროცენტო გადასახადი. ასევე შესაძლებელია, რომ თანხა სრულად არ დაფაროთ და ყოველთვიურად გადაიხადოთ მინიმალური გადასახადი. ამ შემთხვევაში, მინიმალურ გადასახადში უკვე გათვალისწინებულია საპროცენტო გადასახადიც.

გადახდის ვადამდე 5, 3 და 2 დღით ადრე, კრედო ბანკისგან მიიღებთ შემახსენებელ სმს-ს. გაითვალისწინეთ, რომ SMS-ში მითითებული იქნება მხოლოდ მინიმალური გადასახდელი თანხა და დაფარვის საბოლოო თარიღი. სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მაი კრედოს აპლიკაციაში ან ეწვიოთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალს.


დავალიანების დაფარვა შესაძლებელია რამდენიმე მარტივი გზით:

  • ფეიბოქსის საშუალებით
  • მობაილ ბანკში ანგარიშებს შორის გადარიცხვით
  • კრედო ბანკის სერვის ცენტრში ვიზიტით


აირჩიეთ ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი და მართეთ ფინანსები ეფექტურად კრედო ბანკის საკრედიტო ბარათთან ერთად.

დაგვიკავშირდი