ვიდეო ბანკინგი ემიგრანტებისთვის
ვიდეო ბანკინგის საშუალებით ეწვიეთ კრედო ბანკის ვირტუალურ სერვისცენტრს, ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
თქვენ შეძლებთ მიიღოთ სრული საბანკო მომსახურება დისტანციურად:
- მომხმარებლად რეგისტრაცია
- ანგარიშის გახსნა
- Mycredo ინტერნეტ & მობაილ ბანკში რეგისტრაცია და სერვისებით სარგებლობა
- ინფორმაციის მიღება საკუთარ პროდუქტებზე
- ზოგადი კონსულტაცია საბანკო პროდუქტებზე
დილის 09:00სთ-დან ღამის 01:00სთ-მდე.
ვიდეოზარის წამოწყებისთვის საჭიროა:
- ნებისმიერი ტიპის სმარტფონი/PC/ლეპტოპი/პლანშეტი
- ინტერნეტთან წვდომა
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი
- *შენიშვნა: აუცილებელია დოკუმენტაცია იყოს მოქმედი, დაზიანებებისა და ხარვეზების გარეშე
- მკაფიო და ნათელი გამოსახულება
- ასაკი - 18 წელს ზემოთ
ვიდეო ზარის დაწყების ეტაპები: | ვიდეოზარის მიმდინარეობის პროცესი/აღწერა: |
|
|
რა არის ვიდეო ბანკინგი?
ვიდეო ბანკინგი არის დისტანციური არხი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ პირისპირ გაესაუბროთ ბანკის კვალიფიციურ თანამშრომელს და მიიღოთ ამომწურავი პასუხები თქვენთვის საინტერესო საკითხზე.
რაში მეხმარება ვიდეო ბანკინგი?
ვიდეობანკინგი საშუალებას გაძლევთ ონლაინ შეხვედრით მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია და რამდენიმე წუთში გახდეთ ბანკის მომხმარებელი.
როგორ მივიღო ვიდეო ბანკინგით სერვისი?
ზარის წამოწყებისთვის დააჭირეთ ღილაკს „ზარის წამოწყება“ და მიყევით ინსტრუქციას
რა მჭირდება ვიდეო ბანკინგით სარგებლობისთვის?
ვიდეოზარის მისაღებად დაგჭირდებათ: ნებისმიერი ტიპის სმარტფონი/PC/ლეპტოპი/პლანშეტი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ინტერნეტთან უწყვეტი წვდომა.
რა დოკუმენტაცია მჭირდება ვიდეო ბანკინგით სარგებლობისთვის?
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (აუცილებელია დოკუმენტაცია იყოს მოქმედი, დაზიანებებისა და ხარვეზების გარეშე)
ინსტრუქცია იხილეთ აქ.