Visa პლატინუმ ბარათი მაღალი რანგის სადებეტო პლასტიკური ბარათია, რომლის საშუალებით მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ პრემიუმ კლასის სერვისებით და ინდივიდუალური საკრედიტო ლიმიტებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ბარათი მოიცავს პრივილეგირებულ მომსახურებას და სპეციალურ ტარიფებს საბანკო პროდუქტებზე:
- თანხის განაღდებისა და გახარჯვის მაღალი ლიმიტი
- ექსკლუზიური შეთავაზებები და ქეშბექ აქციები
- Lounge Key - მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა აეროპორტში არსებულ ლაუნჯებში სარგებლობა
- კონსიერჟ სერვისი - კომფორტული მომსახურება მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების, მოგზაურობის დაგეგმვის, მეგობრისთვის საზღვარგარეთ საჩუქრის გაგზავნისა და სხვა მიზნების განსახორციელებლად
დეტალური ინფორმაცია იხილე ბმულზე: კონსიერჟ სერვისი | Visa
Lounge Key - ით სარგებლობის პირობები:
- 2024 წლის 1 ოქტომბრიდან Visa platinum ბარათის მფლობელები, აეროპორტის ლაუნჯებში პირველ ვიზიტს საჩუქრად მიიღებენ
- Visa platinum ბარათის მფლობელს, თუ პირველ ვიზიტის შემდეგ, ლაუნჯში ვიზიტამდე 35 დღით ადრე, ჯამურად საკუთარი ბარათით შესრულებული აქვს მინიმუმ 1500 ლარის ტრანზაქცია (სადაც არ მონაწილეობს თანხის განაღდება და P2P ოპერაციები), წლის განმავლობაში ლაუნჯებში 6 უფასო ვიზიტით ისარგებლებს (პირველი უფასო ვიზიტი შედის საერთო 6 ვიზიტში)
- თუ ბარათის მფლობელს, ლაუნჯში ვიზიტამდე 35 დღით ადრე, შესრულებული აქვს ჯამურად 5000 ლარის ტრანზაქცია (სადაც არ მონაწილეობს თანხის განაღდება და P2P ოპერაციები), ლაუნჯში ვიზიტის ულიმიტო რაოდენობით ისარგებლებს
- ბარათის მფლობელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს დაჩქარებული კონტროლის მომსახურებით წელიწადში 2-ჯერ
- იმისათვის, რომ Visa platinum ბარათის მფლობელმა შეძლოს ლაუნჯებით სარგებლობა, მნიშვნელოვანია, ჩამოტვირთოს ახალი აპლიკაცია და დაარეგისტრიროს პლატინუმ ბარათი, ამავე აპლიკაციაში, ან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზიტისას ლაუნჯის შესასვლელთან VISA-ს ოფიციალური წარმომადგენლის დახმარებით, 24/7-ზე
აპლიკაციის ჩამოტვირთვა: App Store | Play Market
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი უპირატესობები:
მსოფლიოს პრემიუმ ლაუნჯების ჩამონათვალს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც დამატა, სადაც Visa Platinum Debit Card-ის მფლობელებისთვის განსაკუთრებული პირობები მოქმედებს.
- Visa platinum ბარათის მფლობელი ისარგებლებს 6 უფასო ვიზიტით პრემიუმ ლაუნჯში და დაჩქარებული კონტროლის მომსახურებით
- ბარათის მფლობელს ლაუნჯით სარგებლობისთვის ბარათის აქტიური გამოყენების წინასწარი დადასტურება არ სჭირდება
- ლაუნჯით სარგებლობა შესაძლებელია დღეში მაქსიმუმ 2-ჯერ
ისიამოვნე გამორჩეული ლაუნჯის გამოცდილებით შენს Visa Platinum ბარათთან ერთად.
დეტალური ინფორმაცია იხილე ბმულზე.
Visa პლატინუმ ბარათი შექმნილია „კრედო რჩეული“ მომხმარებლებისთვის და მისი ციფრული ვერსიის შეკვეთა შესაძლებელია Mycredo მობაილ ბანკში, ხოლო ფიზიკური ბარათის - კრედო ბანკის სერვისცენტრში, პირად ბანკირთან.