ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

ვიზიტორების დაზღვევა

დააზღვიე ჯანმრთელობა კრედო ბანკისა და სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის სპეციალური პაკეტით "ვიზიტორი"

visitor insurance

მიიღე საქართველოში ვიზიტის დროს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების სწრაფი და მოქნილი დაფინანსება.


დაზღვევით სარგებლობა შეუძლია საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორის სადაზღვევო პოლისის ვადა 3 და 6 თვიანია, შესაბამისად, აღნიშნული პირობა მორგებულია მათზე, ვისაც სურს შეიძინოს მოკლევადიანი დაზღვევა.


ვიზიტორის დაზღვევა სრულად ფარავს გადაუდებელ ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებს:

  • 24 საათიანი სატელეფონო მომსახურება - ულიმიტო
  • სასწრაფო გადაუდებელი დახმარება - ულიმიტო
  • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება - 10 000 ლარი
  • ავადობით გამოწვეული გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება - 6 500 ლარი
  • უბედური შემთხვევით გამოწვეული გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება - 6 500 ლარი
  • გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება - 10 000 ლარი
  • რეპატრიაცია - 3 500 ლარი
  • უბედური შემთხვევის დაზღვევა (გარდაცვალება) - 1 000 ლარი
  • აგრეგირებული სადაზღვევო ლიმიტი - 30 000 ლარი


ამასთან, დაზღვეულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ 50%-იანი ფასდაკლებით შერჩეულ სამედიცინო თუ სტომატოლოგიურ მომსახურებებზე, ასევე 40%-იანი ფასდაკლებით მედიკამენტებსა და პირადი მოვლის საშუალებებზე.


პროვაიდერი კლინიკები ხელმისაწვდომია თბილისსა და რეგიონებში.

პაკეტის შეძენა შესაძლებელია კრედო ბანკის ექსპატ სერვისცენტრებში.

დაგვიკავშირდი

აირჩიე სასურველი საშუალება