კრედო ბანკი, კომპანია „არდისთან“ პარტნიორობით, გთავაზობთ გამორჩეულ სადაზღვევო პროგრამას „ვიტამინი“, რომელიც სპეციალურად საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის შეიქმნა.
პაკეტი გაძლევს შესაძლებლობას, მიიღო ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურება, შეღავათიანად, სწრაფად და კომფორტულად - ოჯახის ექიმის მიმართვით ან მის გარეშე.
სადაზღვევო პაკეტით ,,ვიტამინი", ისარგებლებ:
- პირადი ექიმის მომსახურებით
- ექიმის, პედიატრის ან ექთნის ბინაზე მომსახურებით
- სამედიცინო დიაგნოსტიკითა, მაღალტექნოლოგიური კვლევებით
- ქირურგიული ოპერაციებით წამყვან კლინიკებში
- ორსულობისა და მშობიარობის სერვისებით
- კერძო სასწრაფო დახმარებით
- საქართველოში დაბრუნების ხარჯების დაფარვით - დამატებითი სამოგზაურო დაზღვევის საჭიროების გარეშე
- სადაზღვევო დაფარვის თანხა: 30 000 ლარი
კრედო ბანკი გთავაზობს სადაზღვევო პაკეტი „ვიტამინის“ განვადებით შეძენის შესაძლებლობას, თვეში მხოლოდ 139 ლარად.
დაზღვევით სარგებლობისთვის, ეწვიეთ კრედო ბანკის სერვისცენტრებს.