ყველა დიდ მიზანს ერთი რამ აერთიანებს - ის არასოდეს იქმნება მარტო. „აგროვე“ არის ადგილი, სადაც იდეა მარტივად პოულობს მხარდაჭერას, ადამიანი კი საერთო მიზანს. „აგროვე“ არის Mycredo-ს ფუნქციონალი, რომელიც გაძლევს საშუალებას შექმნა თანხის შეგროვების ბმული და გააზიარო ის მათთან, ვისთან ერთადაც გინდა პირადი, სოციალური, საქველმოქმედო თუ ნებისმიერი სხვა მიზნის მიღწევა. ერთი მიზანი, ერთი ბმული, ბევრი მხარდამჭერი.
„აგროვე“ არ არის მხოლოდ პლატფორმა. ეს არის სივრცე, სადაც საერთო მიზნები რეალობად იქცევა. გაქვს მიზანი? გჭირდება მხარდაჭერა? „აგროვე“ გაძლევს საშუალებას, არ იყო მარტო ამ პროცესში. შექმენი ბმული, გააზიარე და ნახე, როგორ იქცევა შენი მიზანი რეალურ შედეგად.
რისთვის შეგიძლია გამოიყენო „აგროვე“?
ნებისმიერი მიზნისთვის:
- ქველმოქმედება
- განათლება
- ღონისძიებები
- ექსკურსიები
- იუბილეები
- სპორტული აქტივობები
- რესტორანში ანგარიშის გაყოფა
- სტრიმინგი
- სხვა მიზანი, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია
როგორ მუშაობს Mycredo-ს ფუნქციონალი „აგროვე“?
ყველაფერი მაქსიმალურად კომფორტულია:
- შექმენი და გააზიარე შენი ლინკი
- მიიღე ჩარიცხვები
- აკონტროლე შეგროვებული თანხა რეალურ დროში
რატომ აგროვე?
- მარტივი გამოყენება - დაიწყე რამდენიმე წუთში
- სრული გამჭვირვალობა - ყოველთვის ხედავ პროცესს
- სანდო გარემო - შენთვის და შენი მხარდამჭერებისთვის
- ხელმისაწვდომობა - ყველას შეუძლია ჩაერთოს
თუ ჯერ არ ხარ „აგროვეს“ მომხმარებელი. გადმოწერე Mycredo მობაილ ბანკიდან, გახსენი ანგარიში, შექმენი ინიციატივა, დააგენერირე ბმული და გაუზიარე მეგობრებს.