ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

ანდროიდ-ტერმინალი

ანდროიდ ტერმინალი

გაიმარტივე უნაღდო ანგარიშსწორება კრედო ბანკის ტერმინალის გამოყენებით!


ისარგებლე ანდროიდ-ტერმინალით - ახალი თაობის გადახდის მოწყობილობით, რომელიც მუშაობს ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე.

 

როგორ მუშაობს?

• ტერმინალზე უთითებ გადასახდელი თანხის მოცულობას

• მომხმარებლის მიერ გადახდის შესრულებისთანავე იბეჭდება ქვითარი

• გადახდის შემდგომ თანხა ირიცხება შენს ანგარიშზე


დამატებითი შესაძლებლობა:

• თიფი - ბარათით გადახდისას სამადლობელი თანხის დატოვების შესაძლებლობა მომსახურე პერსონალისთვის 

 

შენს ობიექტზე კრედო ბანკის ანდროიდ-ტერმინალის განსათავსებლად, დაუკავშირდი სატელეფონო ცენტრს ნომერზე *4242 ან მიმართე სასურველ სერვისცენტრს.

უპირატესობები

  • მუშაობს Android ოპერაციულ სისტემაზე, რაც უზრუნველყოფს მოქნილობასა და ინტუიციურ გამოყენებას
  • მხარს უჭერს ყველა გადახდის მეთოდს - მაგნიტური ზოლის, IC (ჩიპ) და NFC უკონტაქტო ბარათებით გადახდებს
  • მყისიერი ანგარიშსწორება - 7 000 ლარამდე ბრუნვის შემთხვევაში
  • 4G მხარდაჭერის შესაძლებლობა

პირობები

  • ტერმინალის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო 15 000 ლარამდე ბრუნვის შემთხვევაში - ფიქსირებული 20 ლარი
  • ტერმინალს და ფისკალური სისტემის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო 15 000 ლარამდე ბრუნვის შემთხვევაში - ფიქსირებული 30 ლარი
  • მყისიერი ანგარიშსწორება - 7 000 ლარამდე ბრუნვის შემთხვევაში
  • ბიზნეს მობაილ ბანკით სარგებლობა, ამონაწერის და სხვა ინფორმაციის გენერაცია
  • კრედო ბანკის ბარათის გატარების საკომისიო - 1.5%
  • პარტნიორი ბანკების (თიბისი ბანკი, ხალიკ ბანკი) ბარათების გადატარების საკომისიო -1.6%
  • სხვა ქართული ბანკების გატარების საკომისიო - 1.9%
  • ყველა საერთაშორისო ბარათის გატარების საკომისიო - 2.3%

თიფი

კრედო ბანკის ტერმინალზე ხელმისაწვდომია თიფის ფუნქციონალი - მომხმარებელს შეუძლია ბარათით გადახდისას დატოვოს სამადლობელი თანხა ნაღდი ფულის გარეშე.


  • მარტივი და გამჭვირვალე - ქვითარზე ცალკე აისახება როგორც მომსახურების, ისე თიფის თანხა
  • უსაფრთხო და თანამედროვე - მუშაობს ყველა Visa/Mastercard ბარათით და Apple Pay/GooglePay-ით
  • მოქნილი ბიზნესისთვის - ბიზნესის მფლობელს შეუძლია განსაზღვროს, ჩაირიცხოს თიფის თანხა იმავე ანგარიშზე, სადაც ირიცხება ძირითადი შემოსავალი ან ცალკე ბალანსზე
  • შესაძლებელია ფუნქციონალის ჩართვა, გამორთვა ან ანგარიშის შეცვლა
  • თიფის თანხის დამატება ხდება მხოლოდ გადახდის ოპერაციისას - მომხმარებელი ირჩევს წინასწარ განსაზღვრულ ოდენობას (5%, 10%, 15%, 20%) ან საკუთარი შეყვანით (მაქსიმუმ 20%)
  • თიფის არჩევის შემთხვევაში - ხელმისაწვდომია სტანდარტული მეორე დღეს ანგარიშსწორება


დამატებითი პირობები და პროცედურები:


  • თიფის ფუნქციონალის გააქტიურება ხდება კრედო ბანკის სერვისცენტრში ტერმინალის რეგისტრაციისას
  • ბიზნესის მფლობელს შეუძლია აირჩიოს, ჩაირიცხოს თუ არა სამადლობელი თანხა იმავე ანგარიშზე, სადაც ირიცხება პროდუქტის ღირებულება ან ცალკე ბალანსზე, სპეციალურად თიფისთვის
  • საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფუნქციონალის ჩართვა, გამორთვა ან ანგარიშის ნომრის შეცვლა
  • თიფის თანხის დამატება შესაძლებელია მხოლოდ გადახდის ოპერაციისას
  • თანხის დაბრუნება (რეფანდი) ხორციელდება ჯამურ თანხაზე, რომელიც მოიცავს როგორც მომსახურების, ისე თიფის ნაწილს

უსაფრთხოების მექანიზმი

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კრედო ბანკში დაინერგა უსაფრთხოების ახალი მექანიზმი - რისკების მონიტორინგის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კრედო ბანკის ბარათებსა და პოს-ტერმინალებთან დაკავშირებული საეჭვო ოპერაციების მონიტორინგს. პროგრამა მიმართულია გამოავლინოს ისეთი ოპერაციები, რომლებიც შესაძლოა განხორციელდა არა ბარათის მფლობელის, არამედ სხვა პირის მიერ. შესაბამისად, თუ ბარათით სარგებლობისას, ოპერაცია ვერ დასრულდება წარმატებით, გთხოვთ, შეზღუდვის მოსახსნელად მიმართოთ კრედო ბანკის საინფორმაციო ცენტრს: *4242 ან უახლოეს სერვისცენტრს

დაგვიკავშირდი