ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ყოველდღიურად იზრდება ონლაინ პროდუქტების მოხმარება, მათ შორის საბანკო მომსახურების მიღებაც ციფრულ არხებში.
სწორედ ამიტომ, კრედო ბანკი გთავაზობს სპეციალურად შექმნილ, კომფორტულ სივრცეს სერვისცენტრებში, სადაც შეგიძლია მარტივად ისწავლო ციფრული პროდუქტების მოხმარება, გაიმარტივო საბანკო პროდუქტებთან წვდომა და მიიღო დახმარება მომავალში მათი დამოუკიდებლად მოხმარების მიზნით.