დიდი თუ პატარა მიზნისთვის თანხის დაგროვება უფრო მარტივია, როცა ეს პროცესი შენს ყოველდღიურობას ბუნებრივად ერგება. გახსენი ელექტრონული ყულაბა Mycredo-დან, თავად აირჩიე რამდენის გადადება გინდა და შესაბამისი ყოველდღიური ოპერაციების შესრულებისას არჩეული თანხა ავტომატურად დაგიგროვდება. ასე, დამატებითი მოქმედების გარეშე, ნელ-ნელა ქმნი დანაზოგს შენი მიზნისთვის - მაშინაც კი, როცა უბრალოდ იხდი, რიცხავ ან კომუნალურ გადასახადს ფარავ.
როგორ მუშაობს ავტომატური დაგროვება?
ელექტრონული ყულაბა დაგროვებას ყოველდღიურ პროცესად აქცევს.
Mycredo-დან აირჩიე თანხა, რომლის გადადებაც გინდა და განაგრძე ყოველდღიური ოპერაციების შესრულება. ყოველი შესაბამისი ოპერაციის შესრულებისას შენ მიერ არჩეული თანხა ავტომატურად გადავა ელექტრონულ ყულაბაში - დამატებითი მოქმედების გარეშე.
აირჩიე თანხა → შეასრულე ოპერაცია → დააგროვე ავტომატურად
რომელი ოპერაციების დროს გროვდება თანხა?
- ბარათით გადახდისას
- კომუნალური გადასახადების გადახდისას
- კრედო ბანკში თანხის გადარიცხვისას
- სხვა ბანკში თანხის გადარიცხვისას
შენ მიერ არჩეული თანხა თითოეული შესაბამისი ოპერაციის შესრულებისას ავტომატურად დაგიგროვდება ყულაბაში.
ელექტრონული ყულაბით შეგიძლია ყოველდღიური ოპერაციების შესრულებისას თანხა ავტომატურად დააგროვო როგორც სასურველ ანგარიშზე, ისე ანაბარზე - გაზარდო დანაზოგი და მიიღო დამატებითი სარგებელი. გადადი პროდუქტების გვერდზე, არსებული ანაბრებიდან აირჩიე ის ანაბარი, რომელზეც გსურს ყულაბის დამატება და გაიაქტიურე პროდუქტი. დაგროვილი თანხის მართვა კი მარტივად, Mycredo-დან შეგიძლია.
მართე შენი დანაზოგი მარტივად
ელექტრონული ყულაბა შენს კონტროლშია - დაგროვების პირობების მართვა საჭიროების მიხედვით შეგიძლია.
Mycredo-დან შეძლებ:
- შეაჩერო ავტომატური დაგროვება
- კვლავ განაახლო დაგროვება
- გადაიტანო ან გამოიყენო დაგროვილი თანხა
ამიტომ თავად წყვეტ, რამდენს აგროვებ, როდის აგროვებ და როდის გამოიყენებ შენს დანაზოგს.
დაიწყე დაგროვება შენი მიზნისთვის
გახსენი ელექტრონული ყულაბა Mycredo-დან, აირჩიე დასაგროვებელი თანხა და ყოველდღიურ ოპერაციებთან ერთად ავტომატურად დააგროვე შენი მიზნისთვის.