Keepz QR არის მარტივი და მოქნილი, თანამედროვე ციფრული ანგარიშსწორების საშუალება, რომლითაც სხვადასხვა ობიექტში QR კოდის დასკანერებით შეგიძლია გადაიხადო.
დაინახე Keepz QR ტერმინალი? დაასკანერე QR კოდი და აირჩიე შენთვის სასურველი გადახდის მეთოდი - საბანკო ბარათი, Apple Pay, Google Pay, მობაილბანკი, კრიპტოვალუტა ან კრედო ბანკის და-ყა-ვი ფუნქცია.
რატომ გადაიხადო Keepz QR-ით?
Keepz QR სწრაფ, მარტივ და მოქნილ გადახდის გამოცდილებას გთავაზობს:
- მოქნილობა - არ გჭირდება ნაღდი ფული, ფიზიკური ბარათი ან თანხის ჩასარიცხად პირადი მონაცემების გაზიარება
- სიმარტივე - გადახდისთვის მხოლოდ QR კოდის დასკანერებაა საჭირო
- კომფორტი - აირჩიე შენთვის სასურველი გადახდის მეთოდი. გადაიხადე საბანკო ბარათით, Apple Pay-ით, Google Pay-ით, მობაილ ბანკით ან კრიპტოვალუტით
- თანხის დროში გადანაწილების შესაძლებლობა - თუ თანხის ერთიანად გადახდა არ გსურს, ისარგებლე კრედო ბანკის და-ყა-ვი ფუნქციით და გადაანაწილე შენაძენის ღირებულება სასურველ ვადაზე
- ფართო ხელმისაწვდომობა - Keepz QR ტერმინალით გადახდა უკვე 40 000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტშია შესაძლებელი
გადაიხადე და-ყა-ვი ფუნქციით
შენაძენის ღირებულების ერთიანად გადახდა არ გსურს? Keepz QR ტერმინალის საშუალებით შეგიძლია ისარგებლო კრედო ბანკის და-ყა-ვი ფუნქციით და გადაანაწილო შენაძენის ღირებულება სასურველ ვადაზე.
QR კოდის დასკანერების შემდეგ გადახდის მეთოდად აირჩიე და-ყა-ვი, გაიარე შესაბამისი პროცესი, აირჩიე თანხის გადანაწილების პერიოდი და დაადასტურე გადახდა.
როგორ გადაიხადო, თუ უკვე გაქვს და-ყა-ვი-ს ლიმიტი?
გამოიყენე არსებული ლიმიტი Keepz QR ტერმინალზე გადახდისას და გადაანაწილე შენაძენის ღირებულება სასურველ ვადაზე დამატებითი განაცხადის გარეშე.
1. დაასკანერე Keepz QR კოდი
2. გადახდის მეთოდებიდან აირჩიე და-ყა-ვი ფუნქცია
3. შეიყვანე და დაადასტურე პირადი მონაცემები
4. გაეცანი და დაეთანხმე საბანკო მომსახურების პირობებს
5. აირჩიე თანხის გადანაწილების პერიოდი და დაადასტურე გადახდა
ჯერ არ გაქვს ლიმიტი?
1. მოითხოვე ლიმიტი წინასწარ
- შენაძენის განხორციელებამდე მოითხოვე 12 000 ლარამდე და-ყა-ვი-ს ლიმიტი Mycredo მობაილ ბანკიდან ან ამავე ვებგვერდიდან
- გამოიყენე Keepz QR ტერმინალზე გადახდისას - ყველგან, სადაც Keepz QR კოდს დაინახავ
2. მოითხოვე ლიმიტი გადახდისას
თუ უკვე სავაჭრო ობიექტში ხარ, დაასკანერე Keepz QR კოდი და მოითხოვე და-ყა-ვი-ს ლიმიტი პირდაპირ გადახდის პროცესში:
- დაასკანერე Keepz QR კოდი
- გადახდის მეთოდებიდან აირჩიე და-ყა-ვი
- შეიყვანე და დაადასტურე პირადი მონაცემები
- გაეცანი და დაეთანხმე საბანკო მომსახურების პირობებს
- შეავსე ლიმიტის მოთხოვნა
- ლიმიტის დამტკიცების შემდეგ კვლავ დაასკანერე Keepz QR კოდი
- გადახდის მეთოდებიდან აირჩიე და-ყა-ვი
- შეიყვანე და დაადასტურე პირადი მონაცემები
- აირჩიე თანხის გადანაწილების პერიოდი და დაადასტურე გადახდა
სად შეგიძლია Keepz QR-ით გადახდა?
Keepz QR ტერმინალით გადახდა შეგიძლია 40 000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში.