ყიდი პროდუქტს ან მომსახურებას?
Keepz QR ტერმინალით მომხმარებლისგან გადახდების მიღება მარტივად, POS ტერმინალის გარეშე შეგიძლია. მომხმარებელი ასკანერებს შენს QR კოდს და იხდის მისთვის სასურველი მეთოდით (Apple Pay, Google Pay, Crypto ვალუტით, მობაილ ბანკით და ახლა უკვე კრედო ბანკის და-ყა-ვი ფუნქციით), შენ კი თანხას მითითებულ ანგარიშზე იღებ.
მიაბი Keepz-ის აპლიკაციას ნებისმიერი ბანკის ანგარიში და დაიწყე გადახდების მიღება.
ჩამოტვირთე Keepz:
რატომ Keepz QR ტერმინალი?
მიიღე გადახდები მარტივად
- POS ტერმინალისა და მასთან დაკავშირებული საკომისიო ხარჯების გარეშე
- მიაბი Keepz-ს ნებისმიერი ბანკის ანგარიში და მიიღე გადახდები პირდაპირ ანგარიშზე
- შესთავაზე მომხმარებელს გადახდის სხვადასხვა მეთოდი - საბანკო ბარათით, Apple Pay-ით, Google Pay-ით, მობაილბანკით, კრიპტოვალუტით ან კრედო ბანკის და-ყა-ვი ფუნქციით
ყველაფერი ყოველთვის ხელთ გაქვს
- შენი უნიკალური QR ტერმინალი ყოველთვის თან გაქვს
- აპლიკაციაში ხედავ, ვინ, რა დროს და რა თანხა გადაიხადა
- მომენტალურად შეგიძლია თითოეული გადახდის ინვოისის გაზიარება ან ჩამოტვირთვა
მეტი შესაძლებლობა შენთვის და შენი მომხმარებლისთვის
- იღებ თანხას სწრაფად და მარტივად
- მომხმარებელს აძლევ Tip-ის დატოვების შესაძლებლობას
- შეგიძლია მომხმარებელს და-ყა-ვი-თ გადახდაც შესთავაზო - მომხმარებელი შენაძენის ღირებულებას მისთვის სასურველ ვადაზე გადაანაწილებს, შენ კი სრულ თანხას დაუყოვნებლივ მიიღებ ანგარიშზე
შესთავაზე მომხმარებელს და-ყა-ვი
Keepz QR-ის საშუალებით შეგიძლია მომხმარებლისგან გადახდა კრედო ბანკის და-ყა-ვი-თაც მიიღო.
მიეცი მომხმარებელს მეტი არჩევანი - გადაიხადოს თანხა ერთიანად ან გადაანაწილოს შენაძენის ღირებულება მისთვის სასურველ ვადაზე.
Keepz QR-ის დასკანერების შემდეგ მომხმარებელი გადახდის მეთოდად ირჩევს კრედო ბანკის და-ყა-ვი ფუნქციას და გადის შესაბამის პროცესს.
მომხმარებელი თანხას მისთვის სასურველ ვადაზე ანაწილებს, შენ კი სრულ თანხას დაუყოვნებლივ იღებ ანგარიშზე.
→ გაიგე მეტი და-ყა-ვი-ს შესახებ
როგორ დაიწყო Keepz QR-ის გამოყენება?
თუ ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ხარ, Keepz QR-ით გადახდების მისაღებად:
1. ჩამოტვირთე Keepz აპლიკაცია
2. გაიარე რეგისტრაცია
3. მიაბი Keepz-ის აპლიკაციას ნებისმიერი ბანკის ანგარიში
4. დაიწყე QR-ით გადახდების მიღება
რეგისტრაციის შემდეგ ავტომატურად გენიჭება 3 000-ლარიანი ბრუნვის ლიმიტი.
ჩამოტვირთე Keepz:
გსურს და-ყა-ვი-თ გადახდების მიღებაც?
და-ყა-ვი-თ გადახდების მისაღებად და Keepz-ის ბრუნვის ლიმიტის 50 000 ლარამდე გასაზრდელად:
- გაიარე ვერიფიკაცია იდენტომატის საშუალებით
- გაზარდე ბრუნვის ლიმიტი 50,000 ლარამდე
- შესთავაზე მომხმარებელს კრედო ბანკის და-ყა-ვი ფუნქციით გადახდა
*დახმარებისთვის დაუკავშირდი Keepz-ის ცხელ ხაზს: 0322052454