ისარგებლე ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული ფუნქციებით მუდმივად განახლებად ბიზნეს მობაილ ბანკში. მართე კომპანიის ფინანსები ონლაინ, ერთი აპლიკაციიდან
და გაიმარტივე ყოველდღიური საქმიანობა.
განახორციელე შემდეგი ოპერაციები:
- ტრანზაქციების მართვა და კონტროლი
- აქტიური პროდუქტების მართვა
- ხელმოსაწერი გადარიცხვებისა და გადახდების დადასტურება
- ფულადი ოპერაციების განხორციელება
- საკუთარ ანგარიშებს შორის, მესამე პირთან ან ბიუჯეტში გადარიცხვა
- თანხის კონვერტირება სტანდარტულზე მაღალი კურსით
- საბუღალტრო პროგრამებთან თავსებადი სხვადასხვა ფორმატის ამონაწერების მიღება სასურველი ანგარიშისა და პერიოდის ჭრილში
- გადარიცხვისა და გადახდის შაბლონების მართვა
- ხელფასების გადარიცხვა ყველა ქართულ ბანკში მარტივად, ყველა გადარიცხვის ერთი ფაილის ატვირთვით
- რეგულარული გადარიცხვების დავალებების შექმნა
- გადარიცხვების განხორციელება მომავლის თარიღით
- დამატებითი მომხმარებლების დამატება და როლების მართვა
- კომუნალურების გადახდა
- მობილური ბალანსის შევსება
- ანაბრის გახსნა
- დამატებითი ანგარიშების გახსნა
- საკრედიტო ხაზის ლიმიტის მართვა და სხვა
*თუ რეგისტრირებული ხარ ბიზნეს ინტერნეტ ბანკზე, მობაილ ბანკით სარგებლობისთვის - ჩამოტვირთე აპლიკაცია და გაიარე ავტორიზაცია იგივე სახელითა და პაროლით.
თუ ჯერ არ ხარ რეგისტრირებული ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილ ბანკზე, ახალ ბიზნეს ინტერნეტ და მობაილ ბანკზე რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიო კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს.
თუ რეგისტრირებული ხარ ფიზიკური პირების ინტერნეტ და მობაილ ბანკზე - www.mycredo.ge, შეძლებ ისარგებლო ერთიანი ავტორიზაციის (single sign-on) მეთოდით, რაც გულისხმობს მომხმარებლის ყველა ანგარიშზე - კომპანიაზე (რომელზეც მომხმარებელი არის უფლებამოსილი) წვდომას ფიზიკური პირების ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელითა და პაროლით.