ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

Pay Box ჩასარიცხი აპარატი

ფინანსური ტრანზაქციები - სწრაფად და მარტივად.

Pay Box ჩასარიცხი აპარატი

ისარგებლე კრედო ბანკის სერვისცენტრებში განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატებით და განახორციელე კომფორტულად: 

  • ანგარიშზე თანხის შეტანა
  • სესხის გადახდა
  • ანაბარზე თანხის შეტანა
  • საკრედიტო ბარათზე თანხის შეტანა
  • სესხის მოთხოვნა - განაცხადის შევსება
  • კომუნალური და სხვა გადახდების შესრულება


*სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობა შესაძლებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე

როგორ შევიტანო თანხა როგორც საკუთარ, ისე სხვა/მესამე პირის ანგარიშზე?

  • ანგარიშზე თანხის შესატანად, საჭიროა თანხის მიმღები პირი დარეგისტრირებული იყოს კრედო ბანკის მონაცემთა ბაზაში და გახსნილი ჰქონდეს ანგარიში
  • სწრაფი გადახდის აპარატით თანხის ანგარიშზე შეტანისას, მომხმარებლის იდენტიფიცირება ხდება - პირადი ნომრის და დაბადების თარიღის მითითებით
  • აპარატით შეტანილი თანხის ასახვა შენს ანგარიშზე ან გაგზავნა (გზავნილის სახით) შესაძლებელია ლარში, აშშ დოლარში ან ევროში
  • თუ თანხის ასახვა ხდება ლარისგან განსხვავებულ ვალუტაში, კონვერტაცია ხორციელდება კრედო ბანკის კომერციული კურსით

რა უნდა გაითვალისწინო სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისას?

  • აპარატი იღებს მხოლოდ ლარის კუპიურებს/მონეტებს
  • აპარატი არ იღებს 50 თეთრზე ნაკლები ნომინალის მონეტას
  • ერთჯერადად გადახდილი თანხა დასაშვებია იყოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3000 ლარის ოდენობის
  • სამუშაო დღის 23:00 შემდეგ და/ან არასამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესრულებული სესხის გადახდის ოპერაცია სისტემაში აისახება მომდევნო სამუშაო დღის თარიღით
  • სხვა გადახდებში განთავსებული სერვისების შემთხვევაში, გადახდილი თანხის აბონენტის ანგარიშზე ასახვის სისწრაფე და თარიღი დამოკიდებულია სერვისის პროვაიდერ ორგანიზაციაზე
  • თანხის გადარიცხვის ტარიფი შეადგენს - 0.5% (მინ 0.50 USD/EUR/GEL)
  • გადახდის შესრულების დასტურად, აპარატიდან შესაძლებელია ფიზიკურად ამობეჭდილი ქვითრის მიღება. ქვითარზე ინფორმაციის დატანა ხდება შენ მიერ შერჩეული საოპერაციო ენის მიხედვით.

დაგვიკავშირდი