პრე-ავტორიზაციის სერვისი არის POS ტერმინალის (სტანდარტული ტიპის პოს ტერმინალი და POS ტერმინალი + სალაროს ფუნქცია) დამატებითი ფუნქცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მერჩანტს POS ტერმინალზე დისტანციურად განახორციელოს ჯავშნის თანხის დაბლოკვის ოპერაცია (ფიზიკურად ბარათის გატარების გარეშე) ბარათის მონაცემების (ბარათის 16 ციფრი და ვადის გასვლის თვე/წელი) მეშვეობით.
POS ტერმინალზე პრე-ავტორიზაციის ფუნქციონალის გამოყენების შემთხვევაში ხდება სასტუმროს ჯავშნის ღირებულების დაბლოკვა მომხმარებლის
ანგარიშზე.
პრე-ავტორიზაციის ოპერაციის დასრულება, ანუ მომხმარებლის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა მოხდება მხოლოდ POS ტერმინალზე ბარათის ფიზიკურად გატარების შემდეგ.
პრე-ავტორიზაცის ფუნქციონალით დაბლოკილი თანხა ბლოკში იქნება 30 კალენდარული დღე.
თუ 30 დღის განმავლობაში არ მოხდება ტრანზაქციის დასრულება, ან მერჩანტი არ გააუქმებს ოპერაციას, 30 კალენდარული დღის შემდეგ ავტომატურად მოიხსნება ბლოკი.
ჯავშნის მოქმედების პერიოდში მერჩანტს შეუძლია დაბლოკილი თანხა განბლოკოს სრულად ან ნაწილობრივ.
შენიშვნა:
პრე-ავტორიზაციის ოპერაციის დასრულება შესაძლებელია ჯავშნის ღირებულების სრულ ან ნაკლებ თანხაზე, მეტ თანხაზე დასრულება ვერ მოხდება.
POS ტერმინალზე პრე-ავტორიზაციის ფუნქციონალის გააქტიურება მოხდება გარკვეული ლიმიტის ფარგლებში, რაც მოიაზრებს მერჩანტის POS ტერმინალზე პრე - ავტორიზაციის ფუნქციონალით ოპერაციის შესრულების ლიმიტს, რომელიც დაუწესდება მერჩანტს თვის ჭრილში, ერთ ობიექტზე განთავსებულ ერთ ტერმინალზე.
პრე-ავტორიზაციის ლიმიტის განსაზღვრისთვის ბანკის მხრიდან უნდა მოხდეს შემდეგი საკითხების შესწავლა:
- მერჩანტის საკრედიტო ისტორია;
- სასტუმროს საშუალო დატვირთულობა და ნომრის საშუალო ფასის დადგენა ლოკაციის გათვალისწინებით;
- მერჩანტის ისტორია კრედო ბანკთან.
კრედო ბანკის POS-ტერმინალზე დადგენილია პრე-ავტორიზაციის ყოველთვიური მინიმალური და მაქსიმალური ლიმიტი: პრე-ავტორიზაციის მინიმალური ლიმიტი შეადგენს 3000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 30 000 ლარს.
30 000 ლარს ზემოთ ლიმიტის მოთხოვნის განხილვა შესაძლებელია მოხდეს გამონაკლისად ბანკის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ.
პრე-ავტორიზაციის განაცხადის შევსებამდე მერჩანტს უნდა ჰქონდეს სასტუმრო დარეგისტრირებული ონლაინ პლატფორმაზე, იმისთვის რომ შეძლოს აღნიშნული ლინკის წარმოდგენა.