ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

თანხის განაღდება სმარტფონითაც შეგიძლია

კრედო ბანკის ბანკომატი

კრედო ბანკის ბანკომატებში თანხის განაღდება უკვე სმარტფონითაც შეგიძლია. თუ ბარათი სახლში დაგრჩა ან ფიზიკური ბარათი არ გაქვს, ოპერაციის შესასრულებლად საკმარისია გამოიყენო Apple Pay ან Google Wallet და თანხა სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად გაანაღდო.


ახალი ფუნქციონალი საშუალებას გაძლევს, ბანკომატით ისარგებლო უკონტაქტოდ - როგორც ფიზიკური ბარათით, ისე ციფრული საფულის გამოყენებით.


აღარ არის საჭირო ბარათის ბანკომატში მოთავსება, რაც პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.


უკონტაქტო განაღდების ფუნქცია ხელმისაწვდომია არა მხოლოდ კრედო ბანკის ბარათებისთვის, არამედ ნებისმიერი ქართული თუ საერთაშორისო ბანკის Visa და Mastercard ბარათისთვის, რომელიც დამატებული გაქვს Apple Pay-ში ან Google Wallet-ში. ასევე შესაძლებელია უკონტაქტო განაღდება ფიზიკური ბარათით.


უკონტაქტო განაღდების უპირატესობები:

  • თანხის განაღდება ფიზიკური ბარათის გარეშე
  • Apple Pay-ისა და Google Wallet-ის მხარდაჭერა
  • უკონტაქტო განაღდება ბარათით ან ციფრული საფულით
  • სწრაფი და მარტივი პროცესი
  • უსაფრთხო და უკონტაქტო ოპერაციები
  • ხელმისაწვდომია ნებისმიერი ბანკის ბარათისთვის


თუ აქამდე თანხის გასანაღდებლად ფიზიკური ბარათი აუცილებელი იყო, ახლა ამის გაკეთებას მხოლოდ სმარტფონითაც შეძლებ. ისარგებლე თანამედროვე, მარტივი და კომფორტული საბანკო მომსახურებით.

დაგვიკავშირდი