ჩატი

ტომას ენგელჰარდტი

თავმჯდომარე

ტომას ენგელჰარდტი - Access Holding -ის ოპერაციების დირექტორი. იგი LFS Advisory GmbH-ის პარტნიორი 1996 წელს გახდა და მოღვაწეობდა Access Holding-ის დაარსებიდან (2006წ) მის სამეთვალყურეო საბჭოში. ასევე იყო Access Bank Azerbaijan-ის გენერალური მენეჯერი და ეკავა ხელმძღვანელის პოზიციები ბერლინში და სხვა ქვეყნებში. იგი ასევე იყო Access Microfinance bank Tanzania and AB Bank Zambia -ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ტომას ენგელჰარდტს აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი, საუბრობს გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და სერბო-ხორვატიულ ენებზე.

სრულად ნახვა დახურვა

ფარა კატია ჩემსი

წევრი

ფარა კატია ჩემსს 18 წლიანი გამოცდილება აქვს მიკრო და განვითარებად ფინანსებში აღმასრულებელ და ინვესტორ პოზიციებზე. ის ამჟამად არის ინვესტიციების უფროსი ოფიცერი Triodos Investment Management -ში, ამასთანავე გახლდათ Edna Tamweel SA -ის (ტუნისი) საფინანსო სტრატეგიების დირექტორი და რისკების ხელმძღვანელი, ინვესტიციების ოფიცერი Triodos Investment Management -ში აფრიკა/მენა, აქტივების მენეჯერი Cyrano Management SA -ში (პარიზი) და სხვადსხვა პოზიციები Credit Cooperatif a French cooperative bank -ში და გახლავთ Global Alliance for Banking Values -ს წევრი. ფარა კატია ჩემსი ფლობს Summa cum laude Conservatoire National des Arts et Métiers -ის (პარიზი) აღმასრულებელი მაგისტრის ხარის ფინანსურ და სტრატეგიულ ანალიზში. ასევე Paris X Nanterre University -სა და Dauphine University -ს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკასა და ეკონომიკის განვითარებაში.

სრულად ნახვა დახურვა

პოლ ქეთელინ პანციუ

წევრი

პოლ ქეთელინ პანციუს აქვს ფართო გამოცდილება ფინანსურ სერვისებში საცალო და SME საბანკო საქმესა და არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებში არა-აღმასრულებელ და აღმასრულებელ პოზიციებზე რუმინეთში, მოლდავეთში, საქართველოში, პოლონეთსა და ალბანეთში. იგი ფლობს მრავალმხრივ ცოდნასა და ექსპერტიზას ორგანიზაციულ დიაგნოზტიკაში, სტრატეგიულ ოპტიმიზიაციასა და აღსრულებაში. ამჟამად იგი მოღვაწეობს ORMO IFN SA -ს სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარეს როლში. პოლ ქეთელინ პანციუ ფლობს INSEAD -ის სერთიფიკატს გლობალურ მენეჯმენტში და Norwegian School of Economics -ის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნესში.

სრულად ნახვა დახურვა

იოჰანნეს მაინჰარდტი

წევრი

იოჰანნეს მაინჰარდტი, წევრი (Access Holding) გახლავთ აქსეს ჰოლდინგის Group portfolio & Investment -ის ხელმძღვანელი. იგი მუშაობდა რამდენიმე მიკროსაფინანსო ბანკში სხვადასხვა რეგიონებში. ასევე მოღვაწეობდა ფინანსებისა და რისკების დირექტორად კრედო ბანკში (საქართველო), საკრედიტო და ოპერაციების დირექტორად AB Microfinance Bank Nigeria -ში. აგრეთვე ეკავა სხვადასხვა აღმასრულებელი პოზიციები Access Holding -ის ქსელის სხვა ბანკებში.
იოჰანეს მაინჰარდტმა თავისი კარიერა დაიწყო ფრანკფურტში, Deutsche Bank AG -ში. იგი მოღვაწეობს Access Bank Tanzania-სა და AB Microfinance Bank Nigeria-ს სამეთვალყურეო საბჭოებში. აქვს საბანკო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი და ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

სრულად ნახვა დახურვა

ენდრიუ პოსპიელოვსკი

დამოუკიდებელი წევრი

ენდრიუ პოსპიელოვსკის აქვს საერთაშორისო მენეჯმენტის, კონსულტაციისა და სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და აფრიკის მიკროსაფინანსო და SME ბანკებში. იგი არის MSME ფოკუსირებული და მიკროსაფინანსო ბანკების დირექტორი უკრაინაში, სერბეთსა და ყაზახეთში, მრჩეველი სტრატეგიების, ინსტიტუციონალური განვითარებისა და და რისკების მართვის სფეროში. ენდრიუ პოსპიელოვსკი ფლობს ლონდონის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს თანამედროვე ისტორიაში და ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

სრულად ნახვა დახურვა

ოლგა ტომაში

დამოუკიდებელი წევრი

ოლგა ტომაშს განვითარებაზე ორიენტირებულ ფინანსურ ორგანიზაციებში მუშაობის 27 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი მუშაობს ბიზნეს  კონსულტანტად ბიზნესის წარმოების უმაღლესი სტანდარტების სტრატეგიის განვითარებისა  და საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემების მიმართულებით, შიდა აუდიტსა და კორპორაციულ მმართველობაში.
ოლგას აუდიტისა და კონტროლის მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს  - უფროსი აღმასრულებლის პოზიციაზე უკრაინის ,,პროკრედიტ ბანკში“, სხვადასხვა პოზიციებზე ,,ფინკა“ ჯგუფში. ამჟამად კი იგი უკრაინის ,,პრივატბანკ“-ის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი და უზბეკეთის ,,იპაკ იული ბანკ“-ის (Ipak Yuli Bank) სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
ოლგა ტომაში გახლავთ ACCA-ის წევრი და ფლობს სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის სერტიფიკატს, ასევე კიევის ვაჭრობისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დიპლომს.

 

სრულად ნახვა დახურვა