იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ყველა მოულოდნელი ფინანსური საჭიროების უცებ გადაჭრა შეუძლიათ, ძალიან მცირეა. ასეთ მომენტებში უმეტესობა ჩვენგანს დამატებითი რესურსის მოძიება სჭირდება ხოლმე. არის სიტუაციები, როდესაც გაქვს საშუალება მშვიდად დაჯდე, სხვადასხვა პროდუქტი თუ შემოთავაზება ერთმანეთს შეადარო და დასტურსაც რამდენიმე დღე ელოდო. მაგრამ როცა პრობლემას უმოკლეს დროში გადაჭრა სჭირდება და გადაწყვეტილებაც მაქსიმალურად სწრაფად უნდა მიიღო, ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი არჩევანი უფრო გაბნევს, ვიდრე გეხმარება.
მთავარი პრობლემა ხშირად იმაშია, რომ თუ ციფრული სესხით არასდროს გისარგებლია, მაშინ ჭირს შეთავაზებების ერთმანეთისგან გარჩევა. კრედო ბანკის სესხი ციფრულად შესაძლოა ერთი შეხედვით სხვა ფინანსური ინსტიტუტების შეთავაზებებს ჰგავდეს. საუკეთესო გამოსავალია წინასწარ შეემზადო და ხელმისაწვდომ ვარიანტების სპეციფიკურ მახასიათებლებს წინასწარ გაეცნო. ასე, როდესაც საჭიროება დადგება, უკვე გეცოდინება რა პროდუქტი ერგება შენს ფინანსებს ყველაზე უკეთ.
ამ სტატიაში განვიხილავთ კონკრეტულად ციფრული სესხების მთავარ მახასიათებლებს და მათთან ასოცირებულ რისკებს.
უშუალოდ შედარებაზე გადასვლამდე, ზუსტად უნდა განიმარტოს, რა არის ციფრული სესხი. ციფრული სესხი არის პროდუქტი, რომლის მოთხოვნა და მიღება მომხმარებელს შეუძლია პირდაპირ პირად ანგარიშზე, ხოლო მიღებული თანხის გამოყენება ნებისმიერი მიზნობრიობით შეუძლია.
ასეთი ტიპის სესხის მთავარი მახასიათებელი პროცედურული სიმარტივე და დამტკიცების სისწრაფეა. ტრადიციული სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით, პროცესი, სრულად ონლაინ მიმდინარეობს. არ არის საჭირო ბევრი დოკუმენტაცია, ქონების შეფასება ან თავდების წარდგენა.
როდესაც შენს თავზე გრძელვადიან ფინანსურ ვალდებულებას იღებ, კრედიტორთან ურთიერთობისას სანდოობა მთავარი ფაქტორია. არსად უფრო დაცული არ ხარ, ვიდრე კომერციულ ბანკში. ყველა კომერციული ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის მკაცრი რეგულაციების ქვეშ ოპერირებს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი კანონით კანონით განსაზღვრული მოთხოვნაა. შესაბამისად, ბანკის სესხის პირობები მკაფიოდ და გამჭვირვალედ არის განსაზღვრული. ხელშეკრულებაში ყველა დეტალის მკაფიოდ მითითება ის მოთხოვნაა, რომელიც ყველა ბანკმა უნდა დაიცვას.
კომერციულ ბანკებთან ურთიერთობას სხვა დიდი უპირატესობაც აქვს - როგორც წესი, ბანკები მომხმარებლებს სესხზე უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობენ. მკაცრი რეგულაციებისა და სტაბილური რესურსების ხარჯზე, კომერციული ბანკისთვის გაცილებით მარტივია მომხმარებლისთვის სესხის შედარებით დაბალ პროცენტში გაცემა. დაფარვის ვადებიც უფრო ხანგრძლივია, რაც ყოველთვიურ შენატანს ამცირებს. ამასთან, საბანკო პროდუქტების ჩამონათვალი გაცილებით ვრცელია. სრულიად შესაძლებელია შენს კონკრეტულ სიტუაციას კრედო ბანკის სხვა სესხები - მიზნობრიობით, ვადებით თუ პირობებით.
თუმცა გასათვალისწინებელია ტრადიციული ბანკის სპეციფიკაც. ეროვნული ბანკის რეგულაციები ფინანსურ ინსტიტუტებს ავალდებულებს, დეტალურად შეისწავლონ მომხმარებლის გადახდისუნარიანობა. სტანდარტული სამომხმარებლო თუ ციფრული სესხის აღებისას აუცილებელია გქონდეს კარგი საკრედიტო ისტორია, კრედიტების ოპტიმალური დონე (არ იყო გადატვირთული სხვა სესხებით) და სტაბილური შემოსავალი. თუმცა ამ მხრივ კრედო ბანკი ერთ-ერთი ყველაზე მოქნილია საქართველოს ბაზარზე და განიხილავს ყველა ტიპის შემოსავალს, მათ შორის სეზონურ აგრო და ტურისტულ საქმიანობას, თვითდასაქმებას, ფულად გზავნილებს და ხელზე აღებულ თანხასაც კი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ბაზარზე სპეციფიკური, ვიწრო ნიშა აქვთ. როგორც წესი, მიკროსაფინანსო სესხს იყენებენ ის მომხმარებლები, რომლებსაც თანხა რამდენიმე წუთშია სჭირდება და კომერციული ბანკის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. ჩვეულებრივ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ბანკზე დაბალი სტანდარტები აქვს და მზად არის სწრაფად გასცეს თანხა მინიმალური გადამოწმებით.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიმზიდველი მახასიათებელი მისი ლოიალური მიდგომაა. მიკროსაფინანსო სექტორი შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკრედიტო რეიტინგს (ან, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ კმაყოფილდება უფრო დაბალი საკრედიტო ქულით, ვიდრე ბანკი).
თუმცა მომხმარებელმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს, რომ ამგვარი მოქნილობა საკმაოდ ძვირი დაუჯდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ყოველი ასეთი ლოიალური სესხის გაცემისას სტანდარტულზე მაღალ რისკს იღებს და შესაბამისად, მაღალი საპროცენტო განაკვეთით აზღვევს. ყველა, ვინც მიკროსაფინანსოში სესხს იღებს ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავის დაღვევის რისკსაც. თანაც ბანკისგან განსხვავებით, მიკროსაფინანსოს სესხები ძირითადად მოკლე ვადით გაიცემა და გადახდის გრაფიკიც გაცილებით უფრო ხისტია. ვადის გადაცილების შემთხვევაში კი, ჯარიმები საკმაოდ მაღალია.
კრედო ბანკის ონლაინ სესხი შეიქმნა, როგორც კომერციული ბანკის სწრაფი სესხის უფრო მოქნილი ალტერნატივა.
სესხი ციფრულად ხელმისაწვდომია 24/7-ზე, შაბათ-კვირისა ჩათვლით. არ აქვს მნიშვნელობა განაცხადს ორშაბათს შუა დღეს ავსებ თუ შაბათს შუაღამეს - თანხის მისაღებად საშუალოდ 30 წუთია საჭირო. სისტემა ავტომატიზებულია და დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხა მყისიერად აისახება პირად ანგარიშზე.
ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სესხზე უპრობლემოდ მიუწვდებათ ხელი იმ ადამიანებსაც, ვისაც არ ერიცხება ყოველთვიური ხელფასი და ადრე ამის გამო ბანკთან ურთიერთობა ურთულდებოდა. კრედო ბანკისთვის მისაღებია დასაქმების განსხვავებული ფორმები. განაცხადი უპრობლემოდ მტკიცდება თვითდასაქმების, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ან აგრო თუ ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული არარეგულარული შემოსავლის შემთხვევაში. ხშირად ხელზე აღებული გასამრჯელოც კი საკმარისია.
პროცესი სრულად დისტანციური და დაცულია. ოპერაციის შესასრულებლად მხოლოდ Mycredo მობაილ და ინტერნეტ ბანკის აპლიკაციაა საჭირო. სესხის პირობები ინდივიდუალურია და მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის მიხედვით განისაზღვრება, ხოლო დაფარვის ხანგრძლივობის ვადა ყოველთვიური შენატანის ფინანსურ შესაძლებლობებზე მორგების საშუალებას იძლევა. დამატებითი დადებითი ფაქტორია ისიც, რომ დროული დაფარვა საკრედიტო ქულას აუმჯობესებს.
ნებისმიერ ფინანსური ვალდებულების აღებას თან სდევს გარკვეული რისკები. ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანის საუკეთესო გზა სწორი პარტნიორის არჩევაა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხშირად წამიერ გამოსავალს სთავაზობენ მომხმარებელს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში კომერციული ბანკი გაცილებით უსაფრთხო და პრაქტიკული არჩევანია. კრედო ბანკში ყოველთვის შეძლებ საჭირო თანხის მინიმალურ დროში მიღებას.