რამდენჯერ ყოფილა, რომ მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება სრულიად დაუგეგმავად დაგჭირვებია? ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ისეთი ხარჯის გაწევა გვიწევს, რომელიც ბიუჯეტში გათვალისწინებული არ გვაქვს. მეტიც, შანსია ამ შენაძენის ღირებულება ჩვენი მიმდინარე თვის ბიუჯეტში საერთოდაც ვერ ჯდებოდეს.
წარმოიდგინე, რომ უცებ გაგიფუჭდა ლეპტოპი, რომელიც სწავლისთვის ან მუშაობისთვის გჭირდება. თანამედროვე სამყაროში პრაქტიკულად წარმოუდგენელია კომპიუტერის გარეშე პროდუქტიული იყო. მისი ჩანაცვლება უმოკლეს დროში გჭირდება. პირველი ინსტინქტი, რასაკვირველია ონლაინ ვარიანტების მოძიებაა. იმისთვის კი, რომ მაღაზიაში ვიზიტზე ზედმეტი დრო არ დახარჯო, შეგიძლია გამოიყენო ონლაინ განვადება კრედო ბანკში.
ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, როგორ მუშაობს ეს სერვისი და როგორ გამოიყენო იმისთვის, რომ სასურველი პროდუქტი სწრაფად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად მიიღო.
ციფრული ფინანსური ინსტრუმენტების განვითარებამ ფუნდამენტურად შეცვალა ვაჭრობის სფერო. ისტორიულად, შენაძენის საფასურის ხანგრძლივ ვადაზე გადანაწილების პრაქტიკა შეიქმნა ბიზნესის სამიზნე აუდიტორიის გასაზრდელად. ასე ისეთმა ადამიანებმა მიიღეს მსხვილი შენაძენის გაკეთების საშუალება, რომლებსაც მისი საფასურის მყისიერად დაფარვა არ შეეძლოთ.
წარსულში ეს პროცესი თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხისგან - საჭირო იყო დაგემტკიცებინა, რომ სანდო გადამხდელი იყავი. ეს კი რთულ ბიუროკრატიულ პროცედურებს, უამრავ დოკუმენტსა და, ზოგჯერ, თავდებ პირსაც მოითხოვდა. ადამიანების დიდ ნაწილს ხშირად ბიუროკრატიასთან ბრძოლას ერჩია საჭირო ნივთის საყიდლად თვეობით თანხის შეგროვება. განვადებას იყენებდნენ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ძალიან სასწრაფო იყო და სხვა ვარიანტი არ ჰქონდათ.
დღეს კი სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს. განვადების ფარგლებში ფინანსებზე წვდომა სტანდარტული მომხმარებლისთვის მაქსიმალურად გამარტივებულია. ბანკი მინიმალურ დოკუმენტაციას მოითხოვს, ლიმიტის დამტკიცებას კი სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.
ეკონომიკური თვალსაზრისით, დღეს განვადების სერვისები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი გზაა მსხვილი შენაძენის გასაკეთებლად, რადგან ხარჯის თვეებზე გადანაწილება გაძლევს საშუალებას ბიუჯეტი ნაკლებად დატვირთო და თვიდან თვემდე შეინარჩუნო მაღალი ლიკვიდურობა. ანუ, აღარ გიწევს მთლიანი ხელფასის (ზოგჯერ დანაზოგისაც) ერთიანად დახარჯვა.
ამას ისიც ემატება, რომ დღეს განვადება თითქმის სრულად გაციფრულდა. აღარაა საჭირო ბანკის სერვისცენტრში ვიზიტი და წარმომადგენელთან პირადი გასაუბრება, შემდეგ კი დღეები ლოდინი სანამ ლიმიტი დაგიმტკიცდება.
პროცესის ლოგიკა მარტივია. პირველ რიგში, გეგმავ შენაძენს - ირჩევ, რა ნივთს ყიდულობ და რომელ სავაჭრო ობიექტში.
შემდეგ ირჩევ ფინანსურ ინსტიტუტს. დღეს საქართველოში სავაჭრო ობიექტების უმეტესობას არ აქვს ამა თუ იმ ბანკთან ექსკლუზიური პარტნიორობა, რაც ნიშნავს რომ თითქმის ყველა მსხვილ ქსელში შეგიძლია შენი არჩეული ბანკის სერვისის გამოყენება. თუმცა წინასწარ მაინც უნდა შეამოწმო - გამონაკლისი შემთხვევები ყოველთვის არსებობს.
არჩეული ბანკის სერვისების ჩამონათვალში პოულობ ლიმიტის დამტკიცებას. ავსებ მოკლე ციფრულ ფორმას პირადი ინფორმაციით, სადაც უთითებ საჭირო მონაცემებს. გაგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, სისტემა ავტომატურად იწყებს ინფორმაციის დამუშავებას. რამდენიმე წუთში მობილურ ტელეფონზე უნდა მიიღო პასუხი, დაგიმტკიცდა თუ არა განვადების ლიმიტი - და რა რაოდენობით.
შემდეგ სასურველი ელექტრონული მაღაზიის კალათაში ამატებ სასურველ ნივთს და გადახდის მეთოდებში უბრალოდ უთითებ განვადება ონლაინ (ან ეკვივალენტ დისტანციურ გადახდის სერვისს).
ონლაინ განვადების უპირატესობები პირველ რიგში, სისწრაფე და კომფორტია. აღარ გიწევს ფიზიკური მაღაზიის სტუმრობა. აღარ ელოდები კონსულტანტს. შენაძენის გაკეთება ინტერნეტის საშუალებით, ნებისმიერი ადგილიდან
იმის გამო, რომ პროცედურა სრულად გაციფრულებულია, სერვისი ხელმისაწვდომია კვირაში შვიდი დღე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში. შეკვეთის გაფორმება ისეთ დროსაც შეგიძლია, როცა ბანკი არ მუშაობს: გვიან ღამით, შაბათ-კვირას ან ოფიციალურ დასვენების დღეებში.
როგორც წესი, მსგავსი ტიპის მომსახურებაზე სტანდარტული საბანკო შეზღუდვები ვრცელდება. რაც გულისხმობს, რომ ის შეუძლია გამოიყენოს ყველა ზრდასრულმა, ვინც მიაწვდის ბანკს საჭირო დოკუმენტაციას და დაუმტკიცდება შესაბამისი ლიმიტი.
მაგალითად, სტუდენტს შესაძლოა დასჭირდეს ახალი პერსონალური კომპიუტერი ან მოუნდეს დამატებით საგანმანათლებლო კურსის ან ტრენინგის გავლა CV-ს გასაუმჯობესებლად. დამოუკიდებელი ცხოვრების საწყის ეტაპზე ერთიანად დიდი თანხის მობილიზება რთულია. ასეთ დროს ხარჯის რამდენიმე თვეზე გადანაწილება პრაქტიკული ნაბიჯია, რომელიც ახალგაზრდას საშუალებას აძლევს პიროვნული განვითარება ფინანსურ შესაძლებლობებთან გონივრულად დააბალანსოს. შენ იღებ საჭირო პროდუქტს დღეს, ხოლო იხდი ნაწილ-ნაწილ და ხარჯი ბიუჯეტს არ აწვება.
ოჯახებისთვის ნაცნობი თემაა მოულოდნელი საყოფაცხოვრებო პრობლემები. წარმოიდგინე სიტუაცია, როდესაც ზაფხულის ცხელ დღეს კლიმატური ტექნიკა მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა. ახლის შესაძენად სრული თანხა ხელთ არ გაქვს და ხელფასამდე ჯერ კიდევ ორი კვირაა დარჩენილი. იმისთვის, რომ სახლში ყოფნა გაუსაძლისი არ იყოს, შედიხარ რომელიმე ტექნიკის ქსელის საიტზე და ირჩევ იდენტურ (ან უკეთეს) მოდელს. უმოკლეს დროში ახალი კონდიციონერის მფლობელი ხარ. ზუსტად ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევების სწრაფად მოსაგვარებლად არსებობს ონლაინ განვადება.
კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი მოგზაურობაა. საზღვარგარეთ გამგზავრება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ბევრისთვის ამ ხარჯის ერთიანად გაწევა რთულია. ადრე მსგავს შემთხვევებში ონლაინ სესხს იღებდნენ ხოლმე, წინსწრებით ფარავდნენ ავიაბილეთებისა და სასტუმროს სრულ საფასურს და შემდეგ უკვე სესხს იხდიდნენ. დღეს კი კრედო ბანკი გაძლევს შესაძლებლობას, მოგზაურობაზე განვადება გააფორმო. შეარჩიე ტურისტული სააგენტო პარტნიორების სიიდან, დაგეგმე მიმართულება და ტურის ინვოისი ბანკს გადაუგზავნე. ასე მოგზაურობის ხარჯებს რამდენიმე თვეზე უმტკივნეულოდ გადაანაწილებ.
ონლაინ განვადება კრედო ბანკში გათვლილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოერგოს მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს. განვადების ლიმიტი 12 000 ლარამდეა, ხოლო დაფარვის ვადა 3-დან 48 თვემდე მერყეობს.
მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითაც კრედო ბანკის ონლაინ განვადების პირობები სხვა ბანკებისგან განსხვავდება, შემოსავლების დადასტურების მოქნილობაა. კრედო ბანკში არ არის სავალდებულო კონკრეტულად საბანკო ანგარიშზე გერიცხებოდეს სტანდარტული ყოველთვიური ხელფასი. სისტემა ითვალისწინებს და იღებს ყველა ტიპის შემოსავალს - ფულად გზავნილებს, სეზონურ საქმიანობას, თვითდასაქმებულის შემოსავალს და ა.შ. მისაღებია ხელზე გამომუშავებული თანხაც კი.
თუ უკვე ზუსტად იცი რა გსურს და მხოლოდ ის გაინტერესებს, როგორ ისარგებლო ონლაინ განვადებით, შეგიძლია პირდაპირ Mycredo მობაილ და ინტერნეტ ბანკში შეავსო მოკლე ონლაინ განაცხადი განვადბის ლიმიტის დასამტკიცებლად, პროცესი სრულიად ინტუიციურია.
აღსანიშნავია, რომ ლიმიტი შეგიძლია წინასწარ დაიმტკიცო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯერჯერობით არაფრის შეძენას გეგმავ. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ მიიღე 10 000 ლარამდე ლიმიტი, თანხა შენს სახელზე წინასწარ რეზერვდება და თორმეტი თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოიყენო. მაგალითად, ვთქვათ სექტემბერში დაგიმტკიცდა ლიმიტი. შეგიძლია აქედან 2 000 ლარს ტელეფონში დახარჯო, ვთქვათ, დეკემბერში, დამატებით 800 ლარი მარტში, ხოლო დარჩენილი თანხა კვლავ შენს განკარგულებაში იქნება მომავალ სექტემბრამდე. განაცხადის თავიდან შევსება საჭირო აღარ არის. აუთვისებელ ნაწილზე არანაირი დამატებითი საკომისიო არ გერიცხება.
ასევე, შედარებით მცირე მასშტაბის შენაძენის შემთხვევაში შეგიძლია ისარგებლო "დაყავი" ფუნქციონალით. “დაყავი” საკომისიოს გარეშე გადახდის საშუალებაა, რომელიც საშუალებას გაძლევს შენაძენის საფასური 3-დან მაქსიმუმ 8 თვემდე (პარტნიორი მაღაზიის პირობების მიხედვით) გადაანაწილო.
განვადების გაფორმების შემდეგ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, როგორ მიმდინარეობს პროცესი. სტატუსის კონტროლი რამდენიმე მარტივი გზით შეგიძლია.
პირველ რიგში, ყოველი შემდეგი შენატანის თარიღის მოახლოებისას, ავტომატურად იღებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მობილურზე, სადაც მითითებულია თანხის ოდენობა და ჩამოჭრის თარიღი.
მიმდინარე სტატუსის შემოწმება ყოველთვის შეგიძლია Mycredo აპლიკაციის პირად სივრცეში. ციფრულ პლატფორმაზე ნათლად ჩანს ყველა შენი მიმდინარე მოთხოვნა, დამტკიცებული ლიმიტი თუ გადახდის გრაფიკი.
რაიმე დამატებითი ინფორმაცია თუ გჭირდება, ყოველთვის შეგიძლია დაუკავშირდე კრედო ბანკის სატელეფონო ცენტრს. ბანკის წარმომადგენელი დეტალურად გაგაცნობს შენი განაცხადის სტატუსს და საჭიროების შემთხვევაში, გაგიწევს დამატებით პროფესიულ კონსულტაციას. თუ პირადად ურთიერთობა გირჩევნია, გვეწვიე ნებისმიერ სერვისცენტრში და ადგილზე მიიღებ საჭირო დახმარებას.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს თანამედროვე ბაზარზე. ბევრისთვის ეს არა უბრალოდ უფრო სწრაფი და მოხერხებული ვარიანტია, არამედ ხშირად ერთადერთი გზაა საჭირო ნივთის შესაძენად. კრედო ბანკის ონლაინ განვადება კი მისი ბუნებრივად თანმდევი პრაქტიკული ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებელს ფინანსების სწორად მართვაში ეხმარება.